spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კაბალური საპენსიო სესხების განულება 1 დეკემბრამდე, პენსიის გაზრდა...

“კაბალური საპენსიო სესხების განულება 1 დეკემბრამდე, პენსიის გაზრდა 1000 ლარამდე, უფასო მედიკამენტები პენსიონერებს, შშმ პირებისა და ომის ვეტერანთა პენსიების ეტაპობრივი ზრდა” – სოფო ჯაფარიძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ კოალიციის პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის დაპირებები, რომლებსაც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” გამარჯვების შემთხვევაში მოქალაქეებს ჰპირდება:

მოგესალმებით გამარჯვებამდე ზუსტად ხუთი დღით ადრე. მეგობრებო, ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს უკანასკნელი შანსი, რომ მოვიშოროთ “ქართული ოცნების” ხელისუფლება და ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ ბედნიერი და ღირსეული ცხოვრება, ისეთი, როგორსაც ისინი რეალურად იმსახურებენ. მე ყოველდღიურად მიწევს პენსიონერებთან შეხვედრა და უმძიმესია ის ყოფა, ის რეალობა, რომლის წინაშეც ისინი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ დააყენა. რეალურად მათ ყოველდღიურად უწევთ არჩევანის გაკეთებას საკვებსა და მედიკამენტებს შორის, ასევე, უდიდესი პრობლემა, რომლის წინაშეც ისინი დგანან, არის კაბალურ პირობებში აღებული საპენსიო სესხები.

“ქართულმა ოცნებამ” შექმნა გარემო, რომელშიც ბანკებს აქვთ საშუალება, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდონ ჩვენი უძვირფასესი პენსიონერები, მაგრამ ჩვენ, ‘ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” გპირდებით, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე, 1 დეკემბრამდე, თქვენ გაგინულდებათ საპენსიო სესხები. გპირდებით, რომ ზამთარს შეხვდებით ამ კაბალურ პირობებში აღებული საპენსიო სესხების გარეშე და გექნებათ ღირსეული, მშვიდი სიბერე, რასაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ. ჩვენი საპენსიო რეფორმა არ ითვალისწინებს მხოლოდ საპენსიო სესხების განულებას, ჩვენ მოვიზიდავთ 14 მილიარდიან დახმარებას, რაზეც უკვე ისაუბრეს თინამ, გიორგიმ და სხვებმა და ეს იქნება ჩვენი ეკონომიკის უდიდესი მხარდაჭერა, რის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ, გავზარდოთ თქვენი პენსია 1000 ლარამდე.

გარდა ასაკობრივი პენსიისა, აუცილებლად გაიზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ჯგუფის პენსია, გაიზრდება ომის ვეტერანთა პენსია, ცვლილებები პირველ ეტაპზე დაეტყობა ასაკობრივ პენსიას და შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდება. მე, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელს, კარგად მესმის, რომ შეუძლებელია ბედნიერება ჯანმრთელობის დაცვის გარეშე. “ქართული ოცნების” მავნებლურმა მიდგომებმა შეძლო ის, რომ დღეს უამრავი ჩვენი მოქალაქე ვერ ახერხებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების შეძენას. ჩვენ გპირდებით: როგორც კი მოვიშორებთ ქართულ ოცნებას, ყველა პენსიონერს ექიმის მიერ დანიშნული ყველა მედიკამენტი ექნება უფასოდ.

ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი: ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენ ვირჩევთ ან კეთილდღეობას ევროპაში, ან სიღატაკეს იზოლაციაში. მე მჯერა, რომ ხუთიანი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იტყვის გადამწყვეტ სიტყვას ამ არჩევნებზე, ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვებთ და აუცილებლად დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე. წინ, გამარჯვებისკენ, რომლის მიღწევამდეც ხუთი დღე დარჩა“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...