სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენი მიზანი არის, რომ 2020 წლის არჩევნებიც ჩატარდეს...

ჩვენი მიზანი არის, რომ 2020 წლის არჩევნებიც ჩატარდეს მაღალი სტანდარტით, თავისუფლად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმების შესახებ განაცხადა, რომელიც პროპორციული სისტემას ეხება. არჩილ თალაკვაძის აზრით, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა და მოქმედმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარება:

გამართული პოლიტიკური მოლაპარაკებები და დიალოგი ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დადებითი შედეგით და შეთანხმებით დასრულდა. ყველა ძირითად საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილებოდა, პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია. ამით ჩვენ, როგორც მმართველმა ძალამ „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ჩვენი მნიშვნელოვანი ღირებულება და პრიორიტეტი არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა დემოკრატიული პრინციპები და უსაფრთხოება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეთანხმება არის მიღწევა და არის პროგრესული გადაწყვეტილება ყველა მხარისათვის და ეს იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა ეს იყო გადაწყევტილება, რომელმაც რეალურად აჩვენა, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა მზად არის დემოკრატიის შემდგომი განვითარებისათვის.

ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში და ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, რომელიც ჩატარდება დემოკრატიულად როგორც ჩვენ ხელისუფლებას და საქართველოს გვაქვს დემოკრატიული საპარლამენტო არჩვენების ისტორია, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით.

2012 წლიდან საქართველოში არჩევნები ტარდება დემოკრატიულად და რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი არის, რომ 2020 წლის არჩევნებიც ჩატარდეს მაღალი სტანდარტით, თავისუფლად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად.

შეთანხმება შედგა შემდეგ საკითხებზე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის 120/30–ზე განაწილებით. გახსოვთ ალბათ ოპოზიცია ითხოვდა მაჟორიტარული მანდატების 20–მდე შემცირებას ჩვენ ამას არ დავეთანხმეთ და საბოლოოდ შევთანხმდით 120/30–ზე განაწილებაზე. ჩატარდება 1%–იანი ბარიერით. იქნება დაცული პრინციპი, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც 40%–ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს არჩევნებში ვერ დააკომპლექტებს უმრავლესობას და მთავრობას.

ასევე შევთანხმდით მნიშვნელოვან პრინციპზე, 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, თუ საჭირო გახდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ის ჩატარდება 2020 წელზე შეთანხმებული პრინციპით. ეს გამორიცხავს და პრაქტიკულად აღარ უტოვებს შანსებს დესტრუქციულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რაიმენაირად კიდევ გააგრძელონ მცდელობა, რომ 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა ასევე ე.წ. პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კონკრეტული პიროვნებების დაკავების, ან თავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსი, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ.

გუშინ და დღეს ვისმენთ განსხვავებულ ინტერპრეტაციებს, რომელიც ეხება მაღალი პროფილის საქმეებს, რომლებზეც მიმდინარეობს გამოძიება აქ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ პოლიტიკური პარტიები შევთანხმდით შემდეგზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისათვის და არავინ არ უნდა შეეცადოს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას.

ჩვენი პოზიცია აქამდეც, დღესაც და მომავალშიც იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სადაც მართლმსაჯულება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესების ნაწილი.

სხვა რაიმე კონკრეტული შეთანხმება ამ მიმართულებით დოკუმენტში არ არის მოცემული და თქვენ შეგიძიათ გაეცნოთ ამ შეთანხმების კონკრეტულ ტექსტს.

შესაბამისად კითხვებზე არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული და შეთანხმებული გუშინ რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით ვიზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ , რომ არა ასეთი კონკრეტული შეთანხმება პარტიებს შორის გუშინ არ ყოფილა არც მიღწეული, არც ხელმოწერილი და არც დადასტურებული. ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ვინმეს დაკავებაზე და პატიმრობაზე ან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მთელი ეს წლები ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებას, მაგრამ ვერ გაანადგურებენ” – გიორგი ბარამიძე

“ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ცდილობს “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებას, მაგრამ ვერ...

“ამათ უნდა გავუყაროთ ბოლომდე, არ გამოდის სხვანაირად” – ნიკა გვარამია მმართველ პარტიაზე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ქვეყანაში შექმნილ მძიმე რეალობაზე...

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და გამძლეობისთვის,...

“სხვები რამდენს ითხოვენ და რა არის ის რაოდენობა, როცა წავლენ… და პირობებში ეძლევათ წასვლის...

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...