spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე ოპოზიციაზე: "დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვეს,...

კახა კალაძე ოპოზიციაზე: “დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვეს, მაგრამ მათი წარსული არ დავიწყებია საზოგადოებას”

დღეს გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია, რადგან მარტივად შესაფასებელია, თუ ვინ დგას ერთ მხარეს, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნისთვის და ვინ არის მეორე მხარეს“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა, რომ ამომრჩეველმა პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების წარსული უნდა შეაფასოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება:

დღეს გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია, ძალიან მარტივია შეფასება და ანალიზის გაკეთება, ვინ არის ერთ მხარეს, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და ქართველებისთვის და ვინ არის მეორე მხარეს – პირდაპირ ომის გაჩაღება და მეორე ფრონტი უნდათ.

ჩვენ ხომ გვახსოვს, ვინ არიან ეს ადამიანები, ხომ გვახსოვს მათი წარსული, ხელისუფლებაში ხომ იყვნენ, ხომ ვიცით, რითი იყვნენ დაკავებულები. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ღირსება ფეხქვეშ იყო გათელილი, ბიზნესმენები დატერორებულები – ჯერ დაიჭერდნენ, შემდეგ ღამით ციხეებში ნოტარიუსები შეყავდათ და ბიზნესის გადაფორმებები მიდიოდა, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ, ციხეებიდან პატიმრები გამოყავდათ და დაწერილ ჩვენებას აჭმევდნენ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები? – ხომ ისევ ესენი არიან, ვინც დღეს რადიკალური ოპოზიციის სახით მოგვევლინებიან?!

დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვეს, მაგრამ მათი წარსული არ დავიწყებია საზოგადოებას და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, იმიტომ, რომ ბევრმა ახალგაზრდამ შეიძლება არ იცოდეს, ვინ არიან ეს ადამიანები – ვინ არის გვარამია, მელია, სააკაშვილი, ხაზარაძე და ასე შემდეგ. ეს აუცილებლად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით...

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...