შაბათი, აპრილი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში - "ქართული ოცნება" უკვე...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში – “ქართული ოცნება” უკვე დამარცხებულია” – ამირან ნატრიაშვილი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგზარდული ორგანიზაციის ლიდერი, ამირან ნატრიაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და მოსახლეობის განწყობებთან დაკავშირებით საუბრობს:

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ხალხთან შეხვედრებს აგრძელებს. ჩვენ ვიყავით ყველა ქალაქში, კუთხეში. შევხვდით მაცხოვრებლებს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ხალხი არის ცვლილებების მოსურვე, რადგანაც მათ უკვე ძალიან კარგად იციან, რომ ,,ქართული ოცნება” არის ავტორიტარული, პრორუსული მმართველობის მატარებელი. ხალხს, მთელი საქართველოს მასშტაბით სურს, რომ ,,ქართული ოცნება” დამარცხდეს და ხელისუფლებაში მოვიდეს პროევროპული ძალა, რადგანაც საქართველოს მოსახლეობას გვსურს ევროპა.

რაც შეეხება 2020-2021 წლის შემდგომ ხალხის განწყობებს, ძალიან ბევრი ადამიანი ისეთი, ვინც, მაგალითად, 2020 წელს მხარს უჭერდა სახელისუფლებო პარტიას, ისინი დღეს არიან გაწბილებულები, გაბრაზებულები, რადგანაც ,,ქართულმა ოცნებამ” არცერთი მათი დაპირება არ შეასრულა.

თქვენ გახსოვს, მათი პირველი დაპირება 2020 წლის არჩევნებში იყო ის, რომ საქართველო დაიწყებდა ძალიან დიდი ნაბიჯების გადადგმას ევროინტეგრაციისაკენ. ეს იყო ერთგავრი ფანდი, რათა მოეტყუებინა ის პროევროპელი ამომრჩეველი, რომელიც ქვეყნის 85%-ზე მეტს წარმოადგენს.

ასე, რომ განწყობა არის ძალიან მაგარი. აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ,,ქართული ოცნება” უკვე დამარცხებულია. ამაზე მეტყველებს თითოეული კუთხის მოსახლესთან შეხვედრები ტურნეს მანძილზეც.

26 ოქტომბერს ყველანი მივდივართ არჩევნებზე და მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მომავალს! ერთადერთი ალტერნატივა ამისა არის ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ამირან ნატრიაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...