spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქვეყანაში არანაირი "ტექნიკური მთავრობის" აუცილებლობა არ არის, ქვეყანას...

“ქვეყანაში არანაირი “ტექნიკური მთავრობის” აუცილებლობა არ არის, ქვეყანას ჰყავს მმართველი ძალა “ქართული ოცნება” და ის ხალხის დახმარებით ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა” – კახა კალაძე

ჩვეულებრივი სისულელეა, მოსახლეობისთვის სათქმელი აღარაფერი აქვთ და რაღაცებს იგონებენ“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიის მიერ დასმულ კითხვას არჩევნების შემდეგ „ტექნიკური მთავრობის“ შექმნის პერსპექტივაზე.

მისივე განმარტებით, ქვეყანას ჰყავს მმართველი ძალა, რომელიც არჩევნებში კონსტიტუციურ უმრავლესობას მოიპოვებს და ქვეყანაში მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს:

სრული აბსურდია „ტექნიკური მთავრობის“ შექმნასთან დაკავშირებული განცხადება, რაც ამ შემთხვევაში, უცხოელებმა სალომე ზურაბიშვილს გააჟღერებინეს.

ქვეყანაში არ არის არანაირი ტექნიკური მთავრობის აუცილებლობა. ამის შესაძლებლობა ვერავის ექნება, რადგან ქვეყანას ჰყავს მმართველი ძალა – „ქართული ოცნება“. ის ქართველი ხალხის დახმარებით ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა.

ხალხი მარტივად ხედავს დღევანდელ მოცემულობას, მოწოდებებს მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს საფრთხეები არსად წასულა, ჯერაც არსებობს. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც შეინარჩუნებს ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას. ეს მოიტანს კეთილდღეობას, რასაც ამ ქვეყნის ნებისმიერი მცხოვრები იგრძნობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...