spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არა ბოდიშს და კი ღირსებას, კი საქართველოს ერთიანობას...

“არა ბოდიშს და კი ღირსებას, კი საქართველოს ერთიანობას – ამ სირცხვილს, ჩვენი ხელისუფლების სახით, ზუსტად ერთ თვეში ჩამოვირეცხავთ” – გიორგი ვაშაძე

უპირველეს ყოვლისა, არა ბოდიშს და კი ღირსებას! კი საქართველოს ერთიანობას, ევროპულ პერსპექტივას, ძალიან ახლოსაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, ოღონდ ეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება,” – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ვაშაძის თქმით, “ოცნების” მიერ პატრიოტების შეურაცხყოფა და მტრებისთვის ბოდიშის მოხდა საქართველოს ღალატი და სირცხვილია, რაც 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს:

უპირველეს ყოვლისა, არა ბოდიშს და კი ღირსებას! კი საქართველოს ერთიანობას, ევროპულ პერსპექტივას, ძალიან ახლოსაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, ოღონდ ეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება.
მერწმუნეთ, საოკუპაციო ხაზს მიღმა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ევროკავშირის პასპორტი, ძლიერ საქართველოში ცხოვრება ენდომება და ამიტომაც ვამბობთ, რომ ძალიან ახლოს ვართ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან.

არა ბოდიშს, კი ევროპას, კი განვითარებას, კი ტერიტორიულ მთლიანობას და კი ღირსებას. საქართველო იყო და ყოველთვის იქნება ღირსეულ ადამიანთა ქვეყანა და ამ სირცხვილს, რომელიც ჩვენ ახლა ხელისუფლებაში გვყავს და მობრძანებული იყო პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ბევრი სირცხვილი ილაპარაკა, ჩვენ ყველანი ერთად, ზუსტად 1 თვეში, 26 ოქტომბერს ჩამოვირეცხავთ, იმიტომ, რომ ამ სირცხვილს, რომელიც აქ იყო და საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, უღირსად მოიხსენიებს ჩვენს პატრიოტებს და ბოდიშს უხდის მტერს, აუცილებლად 26 ოქტომბერს ამის გამო მათ გავცემთ პასუხს, როცა “ოცნება” დამარცხდება”, – განაცხადა ვაშაძემ.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – გიორგი ვაშაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...

“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...