spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავით ბერძენიშვილი: მარტივი დათვლა - ორიოდე სიტყვა 40%-ზე

დავით ბერძენიშვილი: მარტივი დათვლა – ორიოდე სიტყვა 40%-ზე

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციების შეჯერების პროცესის გაჭიანურებას ეხმიანება და არითმეტიკული დათვლების საფუძველზე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

ორიოდე სიტყვა 40%-ზე.

პროპორციულის ჩაგდების მერე “გერმანულიც” არაო, ხელისუფლებამ.
პროპორციულობასთან მიახლოებული ვერსიების განხილვასაც არ აპირებდნენ, დასავლეთის მკვეთრი ზეწოლა რომ არა. ეს ვიცით.

ოპოზიციამ კომპრომისული 130/20 იმიტომ შევთავაზეთ, რომ 40%-ზე მეტის აღების შემთხვევაში თუ ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს ხელისუფლება, მაშინ ექნება 56 მანდატი სიით და 20 მაჟორიტარულად, ჯამში 76, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა.

125/25 ახლოა ძალიან იგივე მაჩვენებელთან. ესეც დავთვალეთ.

110/40-ის შემთხვევაში კი 40% იძლევა 44 პროპორციულ მანდატს( მაინც) და 40 მაჟორიტარული მანდატის შესაძლებლობას…ანუ, 84 მანდატს ( მით უმეტეს, რომ ოლქების არათანაზომადად დაჭრასაც კი განიხილავენ, ვიცით ეს. თბილისში, დიდ ქალაქებში ეოცნებებათ ორჯერ და მეტად ნაკლები ოლქის დატოვება, ვიდრე ეკუთვნის ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად
(სულ 5-ს გეგმავენ, კუთვნილი 12-ის ნაცვლად, რაჭა/ლეჩხუმ/სვანეთის ოლქის სხვასთან მიერთების ნაცვლად პირიქით – გაყოფას… ამას ეძახიან “გეოგრაფიულ” ფაქტორს. საკონსტიტუციო სასამართლოთი გარანტირებულ, ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს კატეგორიული რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობასაც კი განიხილავენ).

ნებისმიერი შემოვლითი გზა, “შემოზღუდვა” (რაც მეტი მაჟორიტარი იქნება, იმდენი მოაკლდება სიას – ახსენეს უკვე ეთერში ” გერმანულის” ამ ფრაგმენტის გამოყენების შესაძლებლობა, ანუ 40-დან მაქსიმუმ 26 მანდატით ჩაკეტვა), კი ქმნის ჩვეულებრივ 40%-ზე 4-5%-ით მეტის აღების საჭიროებას, თითქოს…
მათემატიკურად ასეა, მაგრამ გვახსოვს 2014-ის ღარიბაშვილის 42 ნომრები (ფსევდოდამოუკიდებლები) და 2016-შიც იყო მსგავსი მაგალითი ხაშურში (” მრეწველმა” ნოზაძემ რომ მოუგო ოცნების გელაშვილს). მათ დაიმატებენ და “ჩამკეტი” ვერ ჩაკეტავს.

ასე რომ, 40%-იანი ნიშნული სინამდვილეში 130, მინიმუმ 125 პროპორციულს მოითხოვს… მაშინ ფსევდოდამოუკიდებლების იმედად ვერ იქნება ხელისუფლება,” – განმარტავს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ბერძენივილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ბ–ნი ბიძინაც ხომ ჩვენთვის წვალობს” – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი, ყაზახეთში კონსტიტუციის ცვლილებას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...