spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ქართველი სტუდენტი ისევე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ევროპელი სტუდენტი...

“ქართველი სტუდენტი ისევე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ევროპელი სტუდენტი და ქართველ სტუდენტს უნდა ჰქონდეთ სწავლის ისეთივე პირობები, როგორიც ევროპელ სტუდენტებს აქვთ” – გია ჯაფარიძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ თსუ პირველი კორპუსის წინ გამართულ ბრიფინგზე სტუდენტების პრობლემებზე ისაუბრა:

11 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ სტუდენტთან მქონია კომუნიკაცია, სწავლების გარდა, ჩვენ გვაქვს ასევე სხვადასხვა აქტივობები, სადაც მაქვს ხოლმე საშუალება, მათ პრობლემებზე ვესაუბრო და მხოლოდ მოკლე ჩამონათვალს წარმოგიდგენთ:სტუდენტური საცხოვრებლების პრობლემა, განსაკუთრებით, რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის. რადგან ბინის ქირა ძალიან მაღალია, სტუდენტებს უწევთ სხვადასხვა ადგილას მუშაობა და ეს სამსახური, უმეტესწილად, საღამოსაა ხოლმე, რის გამოც სტუდენტები მეორე დღეს არიან გადაღლილები და ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ ლექციებზე ეძინებათ.

ათვისების უნარი დაბალია, რადგან გადაღლილი გონება ვერ ითვისებს იმ მასალას, რაც სტუდენტს სჭირდება, ამასთან, ამ სამსახურებიდან შემოსავალი ძალიან დაბალია. დიდი პრობლემაა კვების პრობლემა, სტუდენტთა დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებება, ამასთან, ცალკე საკითხია საკვების ხარისხი, რადგან სტუდენტებს არა აქვთ საშუალება, შეიძინონ მაღალკალორიული საკვები.

ასევე არსებობს სტუდენტთა უსაფრთხოების პრობლემა: ძალიან ბევრი სტუდენტი საუბრობს იმაზე, რომ კრიმინალი გაზრდილია და ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემის წინაშე დგანან.

კიდევ ერთი პრობლემა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა, რომელიც არანაირად არ არის მორგებული, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით, სტუდენტებს.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ არჩევანი გავაკეთოთ ევროპის კავშირის სასარგებლოდ: ქართველი სტუდენტი ისევე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ევროპელი სტუდენტი და ქართველ სტუდენტს უნდა ჰქონდეთ სწავლის ისეთივე პირობები, როგორიც ევროპელ სტუდენტებს აქვთ. ამიტომ არის 26 ოქტომბერი მნიშვნელოვანი: ან ჩვენ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ან ვირჩევთ საერთაშორისო იზოლაციას და პირობების კიდევ უფრო გაუარესებას, ვიდრე დღეს არის, რადგან ჩვენ უკვე ვცხოვრობთ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...