კვირა, მაისი 11, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაარხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით გადაცემა "ბიზნესის სიახლეები" ეთერში აღარ...

არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით გადაცემა “ბიზნესის სიახლეები” ეთერში აღარ გავა

ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „ბიზნესის სიახლეები“ მიუკერძოებლობის გამო დახურეს. ამის შესახებ თავად გადაცემის წამყვანმა ანა ცხოვრებოვამ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, არხის მენეჯმენტმა მთავარ მიზეზად მაესტროს ფორმატის შეცვლა დაასახელა, თუმცა წამყვანის განცხადებით ეს მიზეზი მისი და მისი გუნდისთვის არადამაჯერებელია.

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ თქვენ გადასახადების გადამხდელებს და ჩვენს მაყურებლებს გქონოდათ მიუკერძოებელი ინფორმაცია იმაზე, თუ რაზე იხარჯება თქვენს მიერ გადახდილი გადასახადები. ასევე, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის რეგულაცია და პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ვფიქრობ, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთმანეთს ამ ეთერში აღარ შევხვდებით. არხის მენეჯმენტმა ოფიციალურ მიზეზად დაასახელა ის, რომ იცვლება მაესტროს ფორმატი, თუმცა ეს ჩვენთვის არ ჟღერს დამაჯერებლად იმის გათვალისწინებით, რომ მას წინ უძღვოდა არაერთი მცდელობა ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის. შესაბამისად, ვფიქრობთ, ეს არის საფასური, რომელსაც ვიხდით მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერებისათვის.

მე ვერ დაგპირდებით და ვერ გეტყვით შევხვდებით თუ არა კიდევ სხვა დროს, სხვა ეთერში და სხვა სივრცეში, თუმცა ერთი რამე შემიძლია ნამდვილად დაგპირდეთ, რომ თუ კიდევ ოდესმე შეგხვდებით რომელიმე ეთერში, რომელიმე სივრცეში – მეც და ჩემი გუნდიც ვიქნებთ ისეთივე მიუკერძოებლები, როგორებიც ვიყავით გასული სამი წლის განმავლობაში,” – განაცხადა ანა ცხოვრებოვამ “მაესტროს” პირდაპირ ეთერში.

ცნობისათვის: გადაცემა „ბიზნესის სიახლეები“ მაესტროზე 2017 წლის 13 ივნისიდან გადიოდა.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების...

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტის" მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...