spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილმა უარი უთხრა საკრუიზო პორტის, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტებს,...

“ივანიშვილმა უარი უთხრა საკრუიზო პორტის, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტებს, სამაგიეროდ, დათანხმდა დამახინჯებულ კორპუსებს, კორუფციას და ნეპოტიზმს – 26 ოქტომბერს ეს ერთად უნდა დავასრულოთ” – ლაშა კომახიძე

ივანიშვილმა უარი უთხრა საკრუიზო პორტის, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტებს, სამაგიეროდ, დათანხმდა დამახინჯებულ კორპუსებს, კორუფციას და ნეპოტიზმს – 26 ოქტომბერს ეს ერთად უნდა დავასრულოთ“, – ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლაშა კომახიძე.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პირადი ბოღმა ახრჩობს, ამიტომ ყველა იმ პროექტსა და იდეას ებრძვის, რომლებიც მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს უკავშირდება:

თუ დააკვირდებით, ბიძინა ივანიშვილმა მიზნად დაისახა, ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი გააჩეროს და გაყინოს, რაც მიხეილ სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად დაიწყეს. ივანიშვილს ახრჩობს პირადი ბოღმა, რადგან საქართველოს აღმშენებლობა დაიწყო, შედგა და ბიძინა ივანიშვილი ისტორიას ვერ გადაწერს. სწორედ იმიტომ, რომ ამ აღმშენებლობის საპირწონედ ვერაფერი შესთავაზა ქართველ ხალხს, გადაწყვიტა, მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდეს და ანგრიოს ყველაფერი, რისი შენებაც მან დაიწყო.

ახლა ვიმყოფებით ადგილას, სადაც უნდა აშენებულიყო მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუიზო პორტი, რომელიც წლიდან წლამდე შემოიტანდა მილიონობით დოლარის ინვესტიციას, ამავდროულად, ვერ გამოვტოვებთ იმ პროექტს, რომელსაც ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჰქვია, ანუ აჭარაში იქნებოდა თანამედროვე უნივერსიტეტი, სადაც გაიცემოდა ამერიკული უნივერსიტეტების საპირწონე დიპლომი, ანუ, აჭარაში სასწავლებლად შემოვიდოდა სრულიად აღმოსავლეთი და აზია და შეიქმნებოდა უდიდესი ტექნოლოგიური ჰაბი, მაგრამ ამას ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა, სამაგიეროდ, დათანხმდა დამახინჯებულ კორპუსებს, გზის უაზრო მშენებლობებს, კორუფციას, ნეპოტიზმს. ამიტომ, 26 ოქტომბერს, ყველამ ერთად, ეს აუცილებლად უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა ბათუმში, საკრუიზო პორტ “როიალ კარიბიანის” პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ლაშა კომახიძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებ

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...