spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს მე-3 პრეზიდენტი არის პოლიტპატიმარი, რომელიც მხოლოდ და...

“საქართველოს მე-3 პრეზიდენტი არის პოლიტპატიმარი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იდევნება” – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში საუბრობს და შეფასებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით:

,,საქართველოს მე-3 პრეზიდენტი არის პოლიტპატიმარი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იდევნება. ამიტომაც, ბუნებრივია ვთქვათ, რომ ის არის პოლიტპატიმარი.

ძირითადი, ოფიციალური ბრალდებები, რომელიც მის წინაშეა წარდგენილი, ეს არის შეთითხნილი ბრალდებები – ყველა მათგანი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ,,ქართული ოცნება” იმდენად შეშინებულია, არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონდეს მცდელობას, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ პენიტენციალურ დაწესებულებაში.

როდესაც ,,ქართული ოცნება” იმუქრება, რომ გააუქმებს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას, ის იმის მკადრებელიც არის, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი გადაიყვანოს ციხეში.

თუმცა, შეიძლება ,,ქართულ ოცნებას” გათვლა ჰქოდეს, ,,თუ არჩევნებში გავიმარჯვეთ, მერე გადავიყვანოთ ციხეში და მერე უკვე, შესაბამისად, ჩვენ გვექნება შესაბამისი წინაპირობა, რომ განვაცხადოთ – ხალხმა ჩვენ მოგვცა ხმა, ჩვენი გადასაწყვეტია და ამიტომაც მხარი დაუჭირა იმ იდეას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დაისაჯოს; იმ იდეას, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა გაუქმდეს, თავიანთი ე.წ. დანაშაულებრივი ქმედებების გამო”…

ამიტომაც შეიძლება ვთქვათ, ,,ქართულ ოცნებას” გათვლა აქვს, რომ თუ არჩევნებში იმარჯვებს, მერე მოახდინოს პრეზიდენტის გადაყვანა ციხეში.

მეორე მხრივ, ,,ოცნება” შეშინებულია, შეიძლება არჩევნები წააგოს. კი აცხადებენ, რომ ,,60%-იანი მხარდაჭერა გვაქვს”, მაგრამ მეორე მხრივ აცხადებენ, ,,ქუდზე კაცი უნდა გამოვიდესო”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

“ომი დამთავრდა 8 მაისს ევროპის დროით და ვინც 9 მაისს აღნიშნავს, ის არის საბჭოთა...

გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით, კონკრეტულ მაგალითზე მინიშნებით, თავის...

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...