spot_img
მთავარისხვადასხვაგიორგი ვაშაძე: "ერთიანობამ უნდა გაიმარჯვოს დაპირისპირებაზე!"

გიორგი ვაშაძე: “ერთიანობამ უნდა გაიმარჯვოს დაპირისპირებაზე!”

,,ერთიანობის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს გაერთიანებისა და 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობის შესახებ:

,,ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ხალხო, ეს შეიძლება იყოს ბოლო გადამწყვეტი არჩევნები საქართველოს ისტორიაში იმიტომ, რომ დღეის მდგომარეობით შეჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ჩვენ ,,ერთიანობა”, როგორც გაერთიანება და ვფიქრობთ, რომ მეტი კონსოლიდაცია და მეტი გაერთიანება უფრო გარანტირებულ შანსს გვაძლევს იმის, რომ ,,ქართული ოცნება” ძალა, რომელმაც ფაქტობრივად შეწყვიტა ურთიერთობები და ევროინტეგრაციის პროცესი, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას.

ეს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია მანამდე, სანამ ,,ქართული ოცნება” იმყოფება საქართველოს ხელისუფლებაში. ამიტომ ჩვენ გავერთიანდით და ყველას გაერთიანებისკენ მოვუწოდებთ. ერთიანობამ უნდა გაიმარჯვოს დაპირისპირებაზე!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...