spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პირობა დავდე - თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის...

“პირობა დავდე – თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალში იასპარეზებდა, გამოცდაზე თამარ მეფის სამოსით გამოვცხადდებოდი” – ხატია ცარციძე

საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილე, ხატია ცარციძე გამოცდაზე თამარ მეფის სამოსით გამოცხადდა:

🗣️„შეიძლება ითქვას, რომ გამოცდების ჩაბარება ჩემი ჰობია. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ეს ჩემთვის მეოცე გამოცდაა (ვგულისხმობ როგორც ერთიან ეროვნულ, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდებს). 👩🏻‍🎓

როგორც წესი, გამოცდებს წარმატებით ვაბარებ, თუმცა ინტერესების მრავალფეროვნების გამო ხშირად ვიცვლი მიმართულებას.
პროგრამა, რომელზეც წელს ვაბარებ, სპორტის მენეჯმენტია.

📺4 წლიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი. ვთამაშობდი „ტელევიზიობანას“ ჩემი ხელით გაკეთებული ქაღალდის მიკროფონით და ვაწვდიდი „მაყურებელს“ ინფორმაციას, თუ როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრები არც მეტი, არც ნაკლები, ევროპის ჩემპიონატზე.

💫ოცნებები ხდება და ჩემი ისტორია ამის მაგალითია – სპორტული ჟურნალისტი ვარ, ახლახან გასაშუქებლად ვიმყოფებოდი სწორედ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე და შემდეგ ფინალზე!

🎤სიმბოლურად, თამაშზე ჩემი ბავშვობის ქაღალდის “მიკროფონიც “ წავიღე. 🙂

🇬🇪ემოციებს ალბათ მიხვდებით – ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთი საქართველოს ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია.
ევროპამ ახალი საქართველო ნახა და გაიცნო.

🏆ჩემპიონატი დასრულდა. მე საქართველოში გუშინ ჩამოვფრინდი და საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც გუშინვე გავედი. პირობა დავდე – თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალში იასპარეზებდა, გამოცდაზე თამარ მეფის სამოსით გამოვცხადდებოდი – პირობა, რა თქმა უნდა, შევასრულე.

👑რატომ მაინცდამაინც თამარ მეფე?

– ჩემთვის საქართველოს წარმატებასთან, გამარჯვებასთან ასოცირდება. ამ სამოსზე ზემოდან გადაცმული მქონდა საქართველოს ნაკრების მაისური, რომელიც ასევე უკვე იქცა ჩემთვის და კიდევ ბევრისთვის ქვეყნის წარმატების სიმბოლოდ”, – აცხადებს ხატია ცარციძე

წყარო: გამოცდების ეროვნული ცენტრი

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“საერთოდ წინააღმდეგობის მოძრაობაში ყველა თანამდებობა პირობითია” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2024 წელს "ნაციონალურ მოძრაობაში"...

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე...

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...