ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სახელმწიფო უნდა ითვალისწინებდეს, რომ სპორტსმენებიც შეიძლება იყვნენ სხვადასხვა...

“სახელმწიფო უნდა ითვალისწინებდეს, რომ სპორტსმენებიც შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ეთნიკურ-რელიგიური წარმომავლობის” – შორენა ლობჟანიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე მწვავე შეფასებებს აკეთებს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობასთან დაკავშირებით:

საქართველოში სახელმწიფო რელიგია ხშირად იყენებს სიმბოლიკას სხვადასხვა ფორმით სულიერი ჭეშმარიტების, კულტურული ღირებულებების ან ისტორიული ნარატივების გადმოსაცემად. სიმბოლიზმი ხშირად გვხვდება რელიგიურ ტექსტებში, რიტუალებში, ხელოვნებასა და ჩაცმულობაში. საქართველო, როგორც უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა, უხვად არის გაჯერებული საკულტო, რელიგიური თუ ჰერალდიკური სიმბოლიკით. მსოფლიო სახელმწიფოებში საქართველო გამორჩეულია ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნებით, სწორედ ამიტომ, როდესაც აუცილებელია ქვეყნისთვის დამახასიათებელი, ეროვნული და ტრადიციული მოტივებით იქნას შექმნილი ოლიმპიელებისთვის განკუთვნილი ტანისამოსი, რომლითაც მონაწილე ქვეყნები და სპორტსმენები ხაზს გაუსვამენ საკუთარ იდენტობას, უმნიშვნელობანესია ზედმიწევნით გონივრულად იქნას შესწავლილი თითოეული ის დეტალი, რომელიც სპორტსმენების ჩაცმულობაზე იქნება დატანებული.

წელს, საქართველოს ოლიმპიელების უნიფორმებზე იზრუნა დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა, რომლის მიერ სამოსზე დატანილია ჯვრისა და ქართული ანბანის გამოსახულებები, წარწერით – ,,საქართველო”, რაც ცალსახად წარმოადგენს პირდაპირ და ირიბ ბარიერს საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი სპორტსმენებისთვის, რაც მინიმუმ სამარცხვინოა.

სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები განურჩევლად ყველაფრისა.

სახელმწიფო უნდა ითვალისწინებდეს, რომ სპორტსმენებიც შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ეთნიკურ-რელიგიური წარმომავლობის, რომელთათვის შესაძლოა რელიგია ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყოს და მისი დაცვა, სხვა კომპონენტებთან ერთად სავალდებულოა.

სახელმწიფო უნდა ითვალისწინებდეს, რომ სიმბოლოები რელიგიურ კონტექსტში ხშირად სცდება უბრალო ესთეტიკას; მათ აქვთ ღრმა სულიერი და კულტურული მნიშვნელობები. ჩაცმულობა, თუნდაც ოლიმპიელების, ისე უნდა იყოს შექმნილი, რომ მან არ შელახოს საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობების გრძნობები და მხოლოდ დიზაინერის გემოვნებაზე არ უნდა იყოს მინდობილი“, – აღნიშნავს შორენა ლობჟანიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“არ არსებობს, რომ მე პოლიტიკას შევეხო” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს პოლიტიკასთან...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...