შაბათი, ივლისი 12, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კაბინეტებში დარჩენა, ხელისუფლების შენარჩუნება გაცვალა...

“ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კაბინეტებში დარჩენა, ხელისუფლების შენარჩუნება გაცვალა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის აქტზე ხელის მოწერაში” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” მწვავე შეფასებას ახდენს ,,ქართული ოცნების” კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რასაც დანაშაულებრივ ქმედებებად მიიჩნევს:

,,ეუთოს განცხადება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ, არ ვიცი ახლა ამას რა დავარქვა, დანაშაულებრივად არ მისცა ხმა, იქაც მარტივი რამ იყო – მათ ფაქტობრივად ქვეყნის სუვერენიტეტის, მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რუსეთზე მოთხოვნის – 2008 წლის შეთანხმების პირობების შესრულების, ამას ყველაფერს, ხელი არ მოაწერეს, ხმა არ მისცეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგივე განცხადებაში, იგივე რეზოლუციაში იყო მოთხოვნა ნორმალურად, დემოკრატიულად, კონკურენტულად არჩევნების ჩატარების.

ფაქტობრივად, ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კაბინეტებში დარჩენა, ხელისუფლების შენარჩუნება გაცვალა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის აქტზე ხელის მოწერაში.

ბოლო ტექსტი რომ წაიკითხოთ, იდეალური ,,ვორდინგია”, იდეალური ფორმულირებებია, თუ როგორ უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, როგორ სთხოვენ რუსეთს დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

მატყუარა ხელისუფლებამ, რომელიც თავის თავს კონსერვატულს, ტრადიციულს ეძახის, ჩაიდინა ანტიეროვნული ნაბიჯი, ქმედება. ამ რეზოლუციას ხმა არ მისცა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამავე რეზოლუციაში მათთან იყო მოწოდება, რომ ,,მეგობრებო, ნორმალურად ჩაატარეთ არჩევნები, გაუფრთხილდით ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის ნებას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...