ორშაბათი, ივნისი 16, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიხონში ხანძარმა ჩაის მეურნეობის საშუალო სკოლა გაანადგურა

ხონში ხანძარმა ჩაის მეურნეობის საშუალო სკოლა გაანადგურა

ხონში, ჩაის მეურნეობის საშუალო სკოლაში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. საშუალო სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ჯამში 500 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. ორსართულიანი შენობა, სადაც საჯარო სკოლა, ბაღი და სოფლის ამბულატორია იყო განთავსებული სრულად განადგურდა. ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როდესაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობიდან სკოლის 50-მდე მოსწავლე, ბაღის 6-მდე აღსაზრდელი და პედაგოგები გაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე შვიდი სამაშველო-სახანძრო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული. ჯერჯერობით ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში და მის მიმართ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები” –...

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე “საზღვრის კვეთა” სააპელაციო სასამართლომ განაჩენი განხილვის...

“ამას მისებურად “საკუთარი ფულის კომპლექსი” ქვიებია🤣” – გიგი უგულავა ივანიშვილზე

"ერთიანობა ნაციონალურიუ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას...

"სტრატეგია აღმაშენებელი" მწვავე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

“სიბრიყვის ისეთ სპირალში არიან შეთრეული, ბოლოს გაწყდება სადღაც და გასტყორცნის კოსმოსში ივანიშვილს თავის ფუჩეჩიანად...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...