spot_img
მთავარიადამიანის უფლებებისტრასბურგის სასამართლომ "ვარდების რევოლუციის" მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში...

სტრასბურგის სასამართლომ “ვარდების რევოლუციის” მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საკითხი ეხება 2003 წელს მომხდარ ავტოავარიას, რასთან დაკავშირებითაც ევროპული კონვენციის დარღვევა დადგინდა.

როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2003 წლის 22 ნოემბერს “ვარდების რევოლუციის” საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მაია საყვარელიძე ოჯახთან ერთად გადაადგილდებოდა ავტომობილით, რა დროსაც მათ სამხედრო მანქანა დაეჯახა და მაია საყვარელიძის შვილისა და დის სიკვდილი გამოიწვია, ხოლო მომჩივანი და მისი დისშვილები დაშავდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევას წლების განმავლობაში იძიებდნენ სამართალდამცავი ორგანოები, თუმცა ავარიის გამომწვევი კონკრეტული მიზეზები ვერ დადგინდა, რის გამოც საბოლოოდ 2017 წლის 1 მარტს ამ საქმეზე გამოძიება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შეწყდა.

ევროპული სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად: 2003 წელს მომხდარი ავარია წლების განმავლობაში ვერ გამოიძიეს სათანადოდ, რამაც გამოიწვია საქმის ხანდაზმულობა და გამოძიების უშედეგოდ დასრულება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე დადგინდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა. სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობას მორალური ზიანის კომპენსაციისთვის დაეკისრა მომჩივანის ოჯახისათვის 25 ათასი ევროს გადახდა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...