spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიალეკო ელისაშვილი: "მიუხედავად დაზიანებებისა მხნედ და შეუპოვრად ვარ"...

ალეკო ელისაშვილი: “მიუხედავად დაზიანებებისა მხნედ და შეუპოვრად ვარ” – ალეკო ელისაშვილი

პარტია ,,მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საპროტესტო აქციის დროს მისი დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო:

,,მიუხედავად დაზიანებებისა, მიუხედავად იმისა, რომ ნეკნი მაქვს ჩამტვრეული და სახეზეც მეტყობა ანჯელინა ჯოლის ჩინური ვერსია რომ ვარ, ისე მაქვს ტუჩები დაბერილი, მხნედ და შეუპოვრად ვარ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირადი რეკორდი მოვხსენი – 3 დღეში 2-ჯერ გავილახე, მაგრამ შემართება მაქვს იმაზე უფრო მეტი, ვიდრე მქონდა.

რამდენიმე პოლიციელი იყო ძალიან აგრესიული, იმ ძიძგილაობის დროს. განსაკუთრებული, პერსონალური აგრესიით გამოირჩეოდა ჩემდამი ვაჟა სირაძე, რომლის პირადი მითითებითაც, რამდენიმე წუთში, რაც დაიძახა, რომ ,,შეათრიეთო”, შემისრუტეს წამის რამდენიმე მეასედში, ძირს ვეგდე კანცელარიის წინ, პირდაპირ პოლიციელების კორდონის ქვემოთ. ვისაც არ ეზარებოდა მუხლებს და წიხლებს მირტყამდა.

როგორც ჩანს ის მუშტი სხვებმაც იგრძნეს თავის სახეზე და გადაწყვიტეს, რომ მდინარაძის მაგივრად პასუხი გაეცათ. სხვანაირად ასეთი აგრესია არ უნდა წამოსულიყო.

სახეზე ვცნობ ყველა პოლიციელს, ვინც იყო ვაჟა სირაძის გარშემო და ვაჟა სირაძე იყო მთავარი. მნიშვნელოვანია, რომ ეს საზიზღარი, რუსული კანონი არ გავატანინოთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“მე მახსოვს პოლიცია, რომელიც მოსახლეობის იმედი იყო” – ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ქართულ პოლიციასთან...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...