spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპარლამენტთან ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა

პარლამენტთან ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტთან ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა. პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, აქციის მონაწილეებმა ე.წ. „სირცხვილის დერეფანი“ მოაწყვეს. “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის დეპუტატებს ჩუმად და შეპარვით მოუწევთ პარლამენტში შესვლა:

ისინი იპარებიან, შეიპარნენ, ასე გაპარვით და ასე ჩუმად მოუწევთ ყოველთვის სიარული. მათ ეშინიათ ხალხთან საუბრის. ოქტომბერში დავამთავრებთ ერთხელ და სამუდამოდ, მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანი პროცესია და რაც უფრო დროულად და ადეკვატურ პასუხს გასცემენ ამ ყველაფერს, მით უფრო მეტად შეინარჩუნებენ სახეს, დააგვიანებენ? გაცილებით უარესი იქნება შედეგები მათთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

ქართული ოცნების ლიდერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში ბიუროს სხდომის გახსნაზე განაცხადა, რომ აქციის გამო “სამწუხაროდ გარეთ ცოტა ხმაურია”, თუმცა ეს მათ მუშაობაში ხელს ვერ შეუშლით. სხდომის მიმდინარეობისას დარბაზში ისმოდა პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების შეძახილების ხმა:

ბიუროს სხდომას გახსნილად ვაცხადებ, სამწუხაროდ გარეთ ცოტა ხმაურია, მაგრამ ეს არ შეგვიშლის მუშაობაში, ვინაიდან საკითხები, რომლებიც განხილვის დღის წესრიგშია დღეს და შემდგომ სხდომებზეც არის საგანგებო მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ დილის შეკრებაც, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ არანაირად არ უკავშირდება იმ თემას, რომ უმრავლესობას არ აქვს დღის წესრიგზე გარკვეული პოზიციები და თითქოს მთელი ჩვენი ენერგია და აქტივობები არის დაკავშირებული, ან არის შესაბამისობაში მოსაყვანი იმ აქტივობასთან, რასაც ზოგიერთი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატი გარეთ ატარებს“, — აღნიშნა გია ვოლსკიმ.

შეგახსნებეთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის სხდომა სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიიცის საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით გამართული აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქალებო, მნიშვნელოვანი დღეა და ამ დღეს ჩვენც ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ” – მარიკა არევაძე

ქალთა მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს 18:00 საათზე იკრიბება რუსთაველის...

“ნამდვილად, ჩვენ გვჭირდება ერთამანეთის დანახვა ხშირად” – ხატია დეკანოიძე

საზოგადოებასა და მთლიანად ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...