ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით:
,,ყველა დონორი ორგანიზაცია, რომელსაც მაგალითად შალვა პაპუაშვილთან ჰქონდა ურთიერთობა აცხადებდა შეხვედრების დროს, წერილობით ასე ხელი არ მოუწერიათ, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება. ანუ ერთი, განცხადებები ენჯეო სექტორის ნიშნავს, რომ გამჭვირვალეა და იქნება გამჭვირვალე და გადაგვაგდეს, არ არის და დონორი ორგანიზაციებიც აცხადებდნენ კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნებოდა და არ არის… არის ეს გადაგდება?!
თქვენ მე ვეღარ შემეკამათებით, ვერც კაცურად, ვერც იურიდიულად, ვერც მორალურად, როცა თქვენ მე გადამაგდებთ, იმ სიტყვებზე მე ისე კი არ ვაგებ პასუხს, რომ თქვენი სიტყვები არ იყოს გათვალისწინებული, თქვენ რომ იქნებით გადამგდები მე იგივეს ვერასდროს ვერ დამიძახებთ, ვერ მკადრებთ იმიტომ, რომ თქვენ მომატყუეთ და მე შევცვალე ჩემი პირობა თქვენი ტყუილის გამო.
დასავლეთი ზოგადად ჩვენი მეგობარია და არა უფროსი, ეს უნდა შევიგნოთ რაღაცნაირად და ეროვნული თავმოყვარეობა უნდა მიყვანოთ იქამდე, რომ შევიგნოთ.
სხვა მხრივ ეს არის მონური, საბჭოთა სტილის დამოკიდებულება’’, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი