spot_img
მთავარიკანონი და სამართალიბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 80 წლამდე ქალბატონი გარდაიცვალა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 80 წლამდე ქალბატონი გარდაიცვალა

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 80 წლამდე ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც ცნობილი გახდა, ქვეითს სანდასუფთავების მანქანა დაეჯახა.
შემთხვევის შემდეგ ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებთან საკუთარი ნებით გამოცხადდა და გამოძიებას ჩვენება მისცა.

სანდასუფთავების მონიტორინგის სამსახურის უფროსის შოთა თოდაძის განცხადებით, სათვალთვალო კამერებში ნათლად არ ჩანს კონკრეტული შემთხვევა, რის გამოც დაზუსტებით არ იციან მძღოლი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა თუ უკვე გარდაცვლილს გადაუარა.

“მძღოლი გამოკითხვაზე იმყოფება, შემთხვევის შემდეგ ჩაბარდა. კადრებში ნათლად არ ჩანს დაეჯახა, თუ უკვე გარდაცვლილს გადაუარა. ცხედარი მოულოდნელად გაჩნდა,” – განაცხადა სანდასუფთავების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, შოთა თოდაძემ.

უბედური შემთხვევა ბათუმში დილის 7 საათზე მოხდა. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ საკუთარი სათნოების დემონსტრაციის მიზნით” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...