ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძემ "ონკოლოგიის მართვის ცენტრი" დაარეგისტრირა

გიორგი ვაშაძემ “ონკოლოგიის მართვის ცენტრი” დაარეგისტრირა

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სახლში „ონკოლოგიის მართვის ცენტრი“ დაარეგისტრირა. ცენტრი საზოგადოებას ონკოლოგიური დაავადების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ამ ცენტრის მეშვეობით ისინი მთელ საქართველოში დაიწყებენ კამპანიას და ლობირებას, რათა საბიუჯეტო სახსრებმა ყველა პაციენტის მკურნალობა სრულად, 100%-ით დაფაროს.

„ეს ცენტრი 22 თებერვალს ქართველ და უცხოელ ექიმებთან ერთად სახელმწიფოს კომპლექსურ სტრატეგიას შესთავაზებს თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ სიმსივნურ დაავადებებს, რომელიც სამ მთავარ პრინციპს ეფუძნება:

  1. პრევენცია;

2. ადრეული დიაგნოსტიკა;

3. უმაღლესი ხარისხის მკურნალობა და მოვლა აქ ადგილზე, საქართველოში, რომელიც სახელმწიფომ სრულად უნდა აიღოს საკუთარ თავზე.

ცენტრს ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი, სერგო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს. ამ ცენტრის მეშვეობით ჩვენ მთელ საქართველოში დავიწყებთ კამპანიას და ლობირებას, რათა საბიუჯეტო სახსრებმა 100%-ით დაფაროს სრულად ყველა პაციენტის მკურნალობა. ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ევროპის განვითარებულ ქვეყნებს პრევენციის და ადრეული დიაგნოსტიკის საკითხებში.

სიმსივნის გვიან სტადიებზე, მე-3 და მე-4 სტადიაზე აღმოჩენა ჩვენთან 40%-ია, ხოლო ზოგიერთი სიმსივნის შემთხვევაში, მაგალითად ფილტვის კიბოს შემთხვევაში, 60% აღმოჩენა ხდება ძალიან გვიან, მე-4 სტადიაში. ასევე, დიაგნოზის დასმიდან ხუთ წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი, ჩვენთან, 3-ჯერ უარესია ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

ამავე დროს, ჩვენ გვყავს მაღალი დონის სპეციალისტები, ექიმები, ონკოლოგები და გვაქვს საკმაოდ კარგად აღჭურვილი კლინიკები, რაც საფუძველს ქმნის, რომ კიდევ უფროს წრაფად და ეფექტურად განვითარდეს ეს დარგი. მიუხედავად, ამისა სიმსივნის მკურნალობა კვლავ მძიმე ფინანსური ტვირთია მოსახლეობისთვის. პაციენტების ნაწილი კი საზღვარგარეთ ეძებს შველას და კიდევ უფრო ღარიბდება.

სწორედ ამიტომ საჭიროა ამ დარგის მართვის მექანიზმების გაუმჯობესება, ახალი ტექნოლოგიების და მიდგომების მასიურად შემოტანა, სახელმწიფო პროგრამების დახვეწა, დაფინანსების მექანიზმების ოპტიმიზაცია და ყველაფრის პაციენტზე ორიენტაცია.

ასე, რომ დადგა დრო ყველანი გავერთიანდეთ და ეს მართლაც უმძიმესი დაავადება ყველამ ერთად დავამარცხოთ.

როგორც კვლევები და ზოგადად მედიცინის განვითარება აჩვენებს, ალბათ უახლოეს მომავალში მსოფლიოში იქნება მედიკამენტი და მეთოდები, რომლითაც საბოლოოდ განკურნება იქნება შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვიდგეთ ამ განვითარების ავანგარდში, რომ საქართველოს მოსახლეობამ ერთერთმა პირველმა ისარგებლოს მედიცინის და მეცნიერების ამ უახლესი მიღწევებით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

“კობახიძე/მდინარაძე/გელაგელაძე/ოხანაშვილის დიქტატურაზე მაინც ვიგუდები სიცილით და რა გავაკეთო?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ახალი...

“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...