სამშაბათი, აპრილი 8, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვასამოყვარულო მუნიციპალური და კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშესაწყობად...

სამოყვარულო მუნიციპალური და კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშესაწყობად კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს – „სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“. კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 100 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოში მოქმედი სამოყვარულო თეატრალური დასების პოპულარიზაციის, მდგრადი მდგომარეობისა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა, სათეატრო პროცესში სამოყვარულო დასების როლისა და მნიშვნელობის გაზრდა.
ინფორმაციისთვის: კონკურსი – სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“ 2022 წლიდან ცხადდება. 2022 წლის საკონკურსო ბიუჯეტი იყო 70 000 ლარი, შემოსული საკონკურსო 23 განაცხადიდან დაფინანსდა სამი პროექტი; ხოლო 2023 წელს საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენდა 100 000 ლარს და შემოსული 14 საკონკურსო განაცხადიდან გაიმარჯვა ხუთმა პროექტმა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება წარმოადგინონ: მუნიციპალიტეტის მმართველობაში მოქმედი კულტურის სახლის თეატრალური დასი; სამოყვარულო თეატრალური დასი. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა. კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელიც გამოირჩევა სტაბილური და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობით.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 7 მარტიდან 2024 წლის 18 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4, მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 28 მარტისა.
კონსულტაციების მიღება შეგეძლებათ სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ: 032 2022229 ან 599 143 248, სამუშაო საათებში.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/7w1gJK6n
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ იმალებით ერეკლეს პორტრეტის უკან! რა საერთო გაქვთ მასთან?! ერეკლე მტერს ებრძოდა – ქვეყანას...

პაატა მანჯგალაძე კონკრეტული ფაქტების გახსენებით და შეფასება-მინიშნებებით "ქართულ ოცნებას"...

“რეჟიმის შიგნიდან ჩამოშლა დაწყებულია. მას ვერაფერი გააჩერებს” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, ხელისუფლების სხვადასხვა...

“კაცი, რომელსაც ეგონა, რომ ცას ჩამოხსნიდა – მოხსნეს და შემდეგ დანიშნული არ იყო, რომ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების"...