spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველესი და უმთავრესი,...

“ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველესი და უმთავრესი, შესაბამისად, ეს მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი იყოს ჯანმრთელობა არის ლეგიტიმური” – დავით ჩხობაძე

4 თებერვალს, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა, რომელსაც ონკოპაციენტები, მათი ოჯახის წევრები და სოლიდარობის გამოსახატად მხარდამჭერები ესწრებოდნენ. აქციამ მსვლელობით სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი გახდა ონკოპაციენტებისთვის ლიმიტირებული მკურნალობის ფინანსების გამოყოფა. როგორც თავად აღნიშნავენ, გამოყოფილი დაფინანსება მხოლოდ 2-3 თვის მკურნალობის პერიოდისთვის არის გამოყოფილი.

აქციას ასევე შეუერთდნენ სოფო ჯაფარიძე და სამოქალაქო აქტივისტები:

ამ თემასთან დაკავშირებით, სააგენტო ,,პარალელთან’’ კომენტარს აკეთებს სტუდენტური მოძრაობა ,,ნაბიჯის” დამფუძნებელი დავით ჩხობაძე:

,,დღეს ჩვენ შემოვუერთდით ონკოლოგიური პაციენტების, მათი მხარდამჭერებისა და ოჯახის წევრების აქციას – ეს ადამიანები ითხოვენ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან.

ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველესი და უმთავრესი, შესაბამისად, ეს მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი იყოს ჯანმრთელობა არის ლეგიტიმური და ცხადია, ამ ადამიანებს სახელმწიფომ უნდა მიაქციოს სათანადო ყურადღება.

ამიტომ, მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და ახალგაზრდა ვუერთდები ამ აქციას და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ გვერდში დგომა და საზოგადოების მხარდაჭერა’’, – განაცხადა დავით ჩხობაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...