spot_img
მთავარიკულტურა და ხელოვნება"ჩვენი დელეგაცია წინა წლებში იყო ხოლმე სადღაც 4-5...

“ჩვენი დელეგაცია წინა წლებში იყო ხოლმე სადღაც 4-5 ადამიანი, ახლა 32 ადამიანი მიდის” – დავით ვაშაძე

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) – ,,ბერლინალე 2024″, საქართველოს წარდგენას მრავალრიცხოვანი დელეგაციით, ეხმაურება კინოცენტრის ყოფილი თანამშრომელი, დავით ვაშაძე, რომელიც წლების განმავლობაში კანის კონოფესტივალსა და ბერლინალეზე წარადგენდა საქართველოს.

“მთავარ არხთან” გაკეთებულ კომენტარში ვაშაძე კონკრეტულ შედარებებს ახდენს წინა წლების პრაქტიკასთან და მრავალრიცხოვანი დელეგაციის გამო გაზრდილ ფინანსურ დანახარჯებზე ამახვილებს ყურადღებას:

,,ჩვენი დელეგაცია, წინა წლებში, იყო ხოლმე სადღაც 4-5 ადამიანი, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა ვთქვათ, ,,ბერლინალეზე” 4 ფილმი გვქონდა – 6 ადამიანიც წასულა. ამიტომ ძალიან დიდი აღმოჩენა იყო, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ კინოცენტრის სახელით ანუ როგორც კინოცენტრის თანამშრომელი, ასე არის ჩაწერილი იქ, რაც ტყუილია, თუნდაც კინო ექსპორტის სპეციალისტი, 32 ადამიანი მიდის…

ანუ ეს, რასთან არის კავშირში? პირველ რიგში, არის უზარმაზარი ხარჯი 450 ევრო არის მარტო აკრედიტაციაში გადახდილი. ეს არის ყველაზე ძვირიანი აკრედიტაცია, ასევე, ამ ხალხის ბილეთები თვითმფრინავის, სადღაც 400-450 ევრო, ასევე დღიური, სასტუმრო.

მე, როგორც დავთვალე, დაახლოებით, 40-50 ათასი ევრო, ლარებში რომ გადმოვიტანოთ, იხარჯება ტყუილად.

აი, მართლა ვერ ვხვდები ეს ხალხი რისთვის მიდის იქ…“, – განაცხადა დავით ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

თბილისის მერია “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს კახა კალაძე

„თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და...

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...