ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიშორენა შავერდაშვილმა TMI-ის კონფერენციაზე ComCom-ის მედიააკადემიის საქმიანობა შეაჯამა

შორენა შავერდაშვილმა TMI-ის კონფერენციაზე ComCom-ის მედიააკადემიის საქმიანობა შეაჯამა

Tri Media Intelligence-მა (TMI), რომელიც სატელევიზიო აუდიტორიის მზომი ორგანიზაცია და ასევე, მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერი KANTAR-ის ოფიციალური სალიცენზიო პარტნიორია, ყოველწლიური ღონისძიება გამართა, სადაც სხვა პარტნიორებთან ერთად, კომუნიკაციების კომისიისა და ComCom-ის მედიააკადემიის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. კონფერენციის მთავარ მიზანს ინოვაციებისა და მედია სივრცეში არსებული გამოწვევების გამკლავების მიმართულებით, გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

შეხვედრის ფარგლებში, ComCom-ის მედიააკადემიის ხელმძღვანელმა, შორენა შავერდაშვილმა, მონაწილეებს მედიააკადემიის საქმიანობა გააცნო და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა მეშვეობით, მედიააკადემია ქვეყანაში მედია სტანდარტის გაუმჯობესებაზე ზრუნავს. კერძოდ, მისი თქმით, მედიააკადემიის ერთ-ერთი მიმართულება მედიაკრიტიკის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება და მათ მედიაპროდუქტების კრიტიკულ ანალიზს სთავაზობს. საუბრისას მედიააკადემიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ მედიაკრიტიკის ვებ-გვერდზე 400-მდე რეპლიკა, ბლოგი და რეცენზიაა გამოქვეყნებული:

მედიააკადემიის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი მიმართულება მედიასკოლაა, რომელიც მედიის სფეროში დასაქმებულ, ან მედიით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, პროფესიონალი ტრენერებისა და ონლაინ მასტერკლასების დახმარებით, მნიშვნელოვანი ცოდნა თუ გამოცდილება მიიღონ. გასულ წელს, მედიასკოლის პროგრამას 100-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა, მედიააკადემიის “მასტერკლასი” კი უკვე 14 პროფესიონალი ავტორის ლექციებს აერთიანებს”, – აღნიშნა შორენა შავერდაშვილმა, რის შემდეგაც, აკადემიის მესამე მიმართულების – “მედიალაბის” საქმიანობა შეაჯამა:

ციფრული წიგნიერების განვითარებისა და ციფრული მედიის მიმართულების სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად განაგრძობს მუშაობას “მედიალაბიც”, რომელიც სტარტაპერებს ტრენინგებით, სამუშაო სივრცით, შესაბამისი სტარტაპ ეკოსისტემითა და სხვადასხვა კონკურსების ორგანიზებით უწყობს ხელს”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, ქვეყანაში მედია სტანდარტის განვითარებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, უკვე მეხუთე წელია მუშაობს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“ივანიშვილი წლებია ერთი და იგივე სვლებით მოძრაობს – მისი ბუტკის მთავრობაში თავისი სანდო კადრი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...