spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამონათქვამები/გამოსვლები ემსგავსება ულტრამემარჯვენე, მარგინალური, რადიკალური...

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების გამონათქვამები/გამოსვლები ემსგავსება ულტრამემარჯვენე, მარგინალური, რადიკალური და აგრესიული ჯგუფების გამონათქვამებს და გამოსვლებს, რაც არის პოპულისტურად ფსევდოკონსერვატული მიმართულების შეფასებები სხვადასხვა მოვლენებზე – ალეკო ცქიტიშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა წლიური ანგარიში – ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, 2023. ანგარიში მოიცავს ადამიანის უფლებათა საკვანძო მიმართულებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მართლმსაჯულების სისტემა, თანასწორობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. ანგარიშში მიმოხილულია ბავშვთა, ქალთა, შშმ პირთა, ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა, იძულებით გადაადგილებულთა, უსახლკარო და ხანდაზმული პირების, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა.

გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, თუ როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში, სააგენტო ,,პარალელთან” შეფასება გააკეთა იურისტ-ანალიტიკოსმა, კვლევის ორგანიზატორმა, ნინო ჩალაძემ:

,,ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპროტესტო აქცია იყო 7-8 მარტის დემონსტრაციები, კერძოდ ე.წ. ,,უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონის” ანუ რუსულ კანონის საწინააღმდეგო გამოსვლები. ამ პროსტესტების ჭრილში, ერთი მხრივ, პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მეორე მხრივ – აქციის ზოგიერთი მონაწილე გასცდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

თუმცა, ამ შემთხვევაში არსებობს ვალდებულება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამიჯნონ არამშვიდობიანი მონაწილეები მშვიდობიანისგან, რათა ერთიანად არ მოხდეს მათთვის მანიფესტაციის და შეკრების უფლებაში ჩარევა.

ასევე, მნიშვნელოვანია 2 ივნისის აქცია, როდესაც უფლებადამცველები დააკავეს. ეს იყო სრულიად უხეში ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში, რადგან ბანერებზე არაფერი ეწერათ, ფაქტობრივად, ცარიელი ფურცლების გამო მოხდა მათი დაკავება.

ძირითად ტენდენციებს რაც შეეხება პოლიციელთა რაოდენობა იყო არაპროპორციული. რიგ შემთხვევებში, სადაც ცოტა იყო მონაწილე, მაგალითად, 3-ჯერ აღემატებოდა ერთ-ერთ აქციაზე პოლიციელთა რაოდენობა აქტივისტების რაოდენობას, ხოლო რიგ შემთხვევაში, სადაც საჭირო იყო მრავალი პოლიციელი – იქ უკვე მცირედით იყო წარმოდგენილი, მაგ ლგბტ პირებთან მიმართებაში. პრობლემა იყო ასევე პროცესში მონაწილე არაფორმიანი პოლიციელები“, – ნინო ჩალაძემ

სააგენტო ,,პარალელთან” ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, სამართლებრივი კუთხით, კი შეაჯამა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა:

,,ერთი, რაც მთავარი ტენდენციის სახით შეიძლება გამოვკვეთოთ, ეს არის, ერთი მხრივ, ხელისუფლების მხრიდან გაძლიერებული ანტიდასავლური რიტორიკა, რაც ძალიან შემაშფოთებელია იმიტომ, რომ რეალურად ხელისუფლების, პარტია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლების გამონათქვამები/გამოსვლები ემსგავსება ულტრამემარჯვენე, მარგინალური, რადიკალური და აგრესიული ჯგუფების გამონათქვამებს და გამოსვლებს, რაც არის პოპულისტურად ფსევდოკონსერვატული მიმართულების შეფასებები სხვადასხვა მოვლენებზე და გამოირჩევა თავდასხმებით. ეს თავდასხმები წლის განმავლობაში ხორციელდებოდა როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, ასევე, სხვადასხვა აქტივისტზე.

პარალელურად, იყო მცდელობები სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივების სახით, რომ უშუალოდ საკანონმდებლო ბაზა გაუარესებულიყო, რაც თავის მხრივ, შემდგომში, გააურესებდა ადამიანის უფლებების მდგომარეობას.

ამ კუთხით, ყველაზე თვალსაჩინო მცდელობა იყო სწორედ ე.წ. ,,აგენტების შესახებ კანონი”, რომელიც წმინდად რუსული მოვლენა იყო, რუსეთიდან გადმოღებულ პრაქტიკას წარმოადგენდა. კარგი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა მოახერხა და თავისი მრავალათასიანი პროტესტის შემდეგ ინიციატორებმა უკვე ეს კანონპროექტი უკან წაიღეს.

წლის ბოლოს, დადებითად შეიძლება შევაფასოთ ის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო საქართველომ, რაც არის ქართველი ხალხის დამსახურება და ნაკლებად, სამწუხაროდ, ხელისუფლების“, – აღნიშნა ალეკო ცქიტიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...