spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიყველაფერი გვახსოვს და არ დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს,...

ყველაფერი გვახსოვს და არ დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს – კახა კალაძე “ლელო საქართველოს” წარმომადგენლებს

ვინაა ახალი სახე? ხაზარაძეა ახალი სახე? თუ ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილი? თუ სამადაშვილია ახალი სახე? ეს არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობა“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრების მიერ გამოთქმულ კრიტიკას წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს უკვე ორმხრივად იქნება აღდგენილი, ხოლო საზოგადოება მიზანმიმართულ ისტერიკას პასუხს 2024 წლის არჩევნებზე გასცემს.

შეიძლება მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და „ხელის ბიჭი“ იყო სააკაშვილის. არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არ დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი და თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით. მცდელობა, რომ ზოგიერთებმა 5%-იანი ბარიერი გადაგანახვინონ, ამით საზოგადოებას ვერ მოატყუებთ. თქვენ ერთნი ხართ ყველანი, ერთი პატრონი გყავთ, ემსახურებით სხვა და არა ამ ქვეყნის ინტერესს – არც სამშობლო და არც სამშობლოს სიყვარული არ გაგაჩნიათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რას ემსახურება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად აფასებს, კარგად ხედავს, თუ რას ემსახურება ის სიბინძურე და ისტერიკა, რასაც კადრულობთ. ამაზე საზოგადოება გაგცემთ პასუხს 2024 წლის არჩევნებზე. წერეთლის გამზირს რაც შეეხება, პირადად მე რომ მომიწიოს მუშაობა ჩემს თანამშრომლებთან ერთად, იანვრის ბოლოს საავტომობილო მოძრაობა იქნება აღდგენილი. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ქალაქისა და თბილისელების მიმართ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...