spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"საქართველოს სასამართლო სისტემაში საქმეების განხილვის გაჭიანურება არის ერთ-ერთი...

“საქართველოს სასამართლო სისტემაში საქმეების განხილვის გაჭიანურება არის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა” – ნაზი ჯანეზაშვილი

ორგანიზაცია ,,სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, სასამართლო სისტემაში არსებული საქმეების განხილვის გაჭიანურების პრობლემასთან დაკავშირებით:

,,საქართველოს სასამართლო სისტემაში საქმეების განხილვის გაჭიანურება არის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა და ეს არის საკითხი, რომელსაც ხელისუფლებაც აღიარებს, რომ პრობლემაა და მათ შორის, თვითონ სასამართლო სისტემა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად არაფერი კეთდება სასამართლოში იმისათვის, რომ საქმეთა გაჭიანურების საკითხი მოგვარდეს.

დღეისათვის ეს პრობლემა წარმოშობილია, როგორც მინიმუმ, მოსამართლეთა მცირე რაოდენობის გამო. ამჟამად, სისტემაში არის დაახლოებით 100 ვაკანსია და სასამართლო ფაქტობრივად არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ვაკანსიები შეივსოს.

ასე ვთქვათ, ეს ქმნის ძალიან დიდ ბარიერებს, არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის, ასევე მოსამართლეებისთვის ქმნის ძალიან დიდ რისკებს, რომ შეიძლება მოხდეს მათი ძალიან სერიოზული სანქცირება, დისციპლინური წესით’’,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ბავშვთა დაცვის დღე საქართველოში მხოლოდ თარიღია” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რიგითი ოჯახის ხარჯებთან...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...