პარასკევი, მარტი 14, 2025
15.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებისახელმწიფოს მოუწევს პასუხების გაცემა ევროპული სასამართლოს წინაშე -...

სახელმწიფოს მოუწევს პასუხების გაცემა ევროპული სასამართლოს წინაშე – ქეთი ჩუთლაშვილი

როგორც ცნობილი გახდა, ადამიანის უფლებებს სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) ევროსასამართლოსგან ოფიციალურად ეცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე „მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ე.წ. სადავო პროცედურების განხილვა დაიწო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით EMC-ს იურისტმა, ქეთი ჩუთლაშვილმა ისაუბრა “ტვ პირველის” ეთერში, ვახო სანაიას “დღის ამბებში” და ყურადღება გაამახვილა იმ დეტალებზე, რომ ხელისუფლების მხრიდან ადრე გაჟღერებული ინფორმაცია თითქოს თემირლან მაჩალიკაშვილს ნამდვილად შეეძლო ჰქონოდა ხელყუმბარა და ცდილობდა მის გააქტიურებას, მასალებსაც გაცნობის შემდეგ მსგავსი წარმოდგენა ნამდვილად არ იქმნება:

“სახელმწიფოს მთავარი არგუმენტი მაჩალიკაშვილის საქმეში მისი მხრიდან გამოყენებულ ძალასთან დაკავშირებით არის ის, რომ თითქოს და თემირლან მაჩალიკაშვილს ჰქონდა ხელყუმბარა და, როდესაც სპეცრაზმი შევიდა მის ოთახში, დასაკავებლად, მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი შეეცადა, რომ ხელყუმბარა გაეაქტიურებინა, აეფეთქებინა და ამის საპირისპიროდ სპეცრაზმელმა გამოიყენა პროპორციული ძალა.

ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ნამდვილად შეეძლო ჰქონოდა ხელყუმბარა, ნამდვილად ცდილობდა მის გააქტიურებას. თუმცა, ამ ეტაპისთვის რა მასალებსაც გავეცანით, მსგავსი წარმოდგენა ნამდვილად არ იქმნება, პირიქით, არაერთი საქმის მასალა და ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან ხელყუმბარის გააქტიურებაზე და საერთოდ მის ფლობაზე საუბარი გარკვეულ სამართლებრივ შეუსაბამობებს წარმოქმნის.

ევროპულმა სასამართლომ კონკრეტული კითხვები დაუსვა მთავრობას და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები, მათ შორის, ძალიან პრობლემურია ის, რომ არ არსებობდა სპეცოპერაციის ჩატარების გეგმა, სახელმწიფოს არ გააჩნია სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც მოაწესრიგებდა მსგავს საკითხებს, არ არსებობდა გადაწყვეტილების მიღებაზე კონკრეტული პასუხისმგებელი პირის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც ევროსასამართლოს, რამდენიმე საქმეში, დარღვევადაც დაუდგენია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საქმეში თავიდანვე დაარღვია ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპი, თვითონ სამსახურმა ჩაატარა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები და მოგვიანებით, მხოლოდ თვენახევრის შემდეგ უზრუნველყო პროკურატურისთვის საქმის მასალების გადაცემა. და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქმეში არსებული მთავარი მტკიცებულება – ხელყუმბარა, რაზედაც აყრდნობს სახელმწიფო მისი მხრიდან ძალის გამოყენების დასაბუთებას, თვითონ სუს-მა, რომელიც დაინტერესებული იყო ამ საქმეში, გაანადგურა იგი და პროკურატურას არ მიეცა მასზე საექსპერტო კვლევების ჩატარების შესაძლებლობა.

იმ მასალებზე დაყრდნობით, რასაც ჩვენ ვნახულობთ, სახელმწიფოს არ გააჩნია ლეტალური ძალის გამოყენების დასაბუთებება, რაზეც მოუწევს პასუხების გაცემა ევროპული სასამართლოს წინაშე”, – აცხადებს ქეთი ჩუთლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 8 იანვარს, EMC-ს, ევროსასამართლოსგან ოფიციალურად ეცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე „მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ე.წ. სადავო პროცედურების განხილვა დაიწო.

მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს წარედგინა. მოსარჩელეები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე. კერძოდ, განმცხადებლების მითითებით, 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს არაპროპორციული და გაუმართლებელი ლეტალური ძალა, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 მუხლს ოჯახის წევრები ასევე დავობენ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე, სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებებში წარმართვის გამო. დამატებით, განმცხადებლები მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ზემოთ მითითებული გარემოებების თაობაზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რაც კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილისა და მე-13 მუხლის დარღვევას წარმოადგენს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იხილება საქმე, რომელიც არის რეალურად იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელმაც 2012 წელს საქართველოს...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 10 მარტს კლინიკა "ვივამედიდან"...

“ბოდიშს დიდი ძალა აქვს. მიშაზე ბევრს აქვს მოსახდელი ბოდიში. მე, ეს დიდი ხნის წინ...

პარლამენტის ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე, ერთი ისტორიის...

“ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილი “ქართულ ოცნებას”, რომ კარგად იციან, თუ რა ემუქრებათ ხელისუფლების შეცვლის...

ცალკეული კომპანიების გაკოტრების მხრივ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს ეკონომისტი, პოლიტიკოსი,...

“რა გადაგვარჩენს? ახალი, სამართლიანი არჩევნები და კოალიციური მთავრობა‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საზოგადოებისა და პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” –...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...