spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის მორიგი იმიტაცია ხელისუფლების მხრიდან, რომ ვითომ...

“ეს არის მორიგი იმიტაცია ხელისუფლების მხრიდან, რომ ვითომ რაღაც სერიოზული განზრახვა აქვს ანაკლიის განვითარებასთან დაკავშირებით” – ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით

,,ლელო – საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ანაკლიის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ გეგმებზე:

,,ეს არის მორიგი იმიტაცია ხელისუფლების მხრიდან, რომ ვითომ რაღაც სერიოზული განზრახვა აქვს ანაკლიის განვითარებასთან დაკავშირებით.

თანხა, რომელიც გაჟღერდა, რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელო თანხა და ეს არის მოჩვენებითი აქტივობისთვის დახარჯული თანხა იმიტომ, რომ ეს არის ბიუჯეტის თანხა და არასდროს არ უფრთხილდება ხელისუფლება ბიუჯეტის თანხას თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის. შესაბამისად, აქაც მხოლოდ იმიტაციასთან გვაქვს საქმე, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ არცერთი სერიოზული ინვესტორი ასეთ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს, ვგულისხმობ დასავლელ ინვესტორს.

ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მორიგი მცდელობა, რომ მოახდინოს იმიტირება, ვითომდა დაინტერესებულია ანაკლიის პროექტის განვითარებით,’’ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ძალიან დიდ ისტორიულ გაუგებრობასთან და უსამართლობასთან გვაქვს საქმე” – მიხეილ სააკაშვილი

სომხეთში გაიმართა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) საკმაოდ წარმომადგებლობითი მე-8...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ნომინალური დემოკრატიის შექმნა და დასავლური ორიენტირი პრაქტიკულად ხელახლაა დასაწყები” – არჩილ გამზარდია

სომხეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) მე-8 სამიტზე მთავრობის...

“ასეთი ამჩემფეხება და თავკერძა თანამოქალაქეების ეპოქაში რატომ მომიწია ცხოვრება, სულ ამას ვფიქრობ” – გოჩა...

თავისი გადასახედიდან, ქართულ რეალობას აღწერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...