შაბათი, მაისი 10, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშორენა ლობჟანიძის შეფასება-განმარტებები NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებთან...

შორენა ლობჟანიძის შეფასება-განმარტებები NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელმა, შორენა ლობჟანიძემ, NDI-ის ბოლო კვლევების მიმოხილვისას, ყურადღება გაამახვილა და ემოციური შეფასებები გააკეთა ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც კიდევ უფრო მძაფრად აისახება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე:

ა.წ. ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევის ,,საქართველოში საზოგადოებრივი განწყობების“ შედეგები ეთნიკურ-რელიგიური მიმართულებით საკმაოდ შემაშფოთებელია და კიდევ ერთხელ ცალსახად მეტყველებს ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და უმცირესობათა გარიყულობას ქვეყნის დომინანტი მოსახლეობისგან. სამწუხაროდ, არაქართველ მოსახლეობას ამ მოცემულობამდე ფაქტიურად უწევთ ექსკლუზიურ რეჟიმში ცხოვრება, მათ არ აქვთ სახელმწიფოებრიობის განცდა და აღქმა იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლება და ზოგადად, სახელმწიფო ზრუნავს მათზე და შეუძლიათ, აქვთ უფლება ისარგებლონ ქვეყანაში არსებული იმ მინიმალური სიკეთეებით, რაც არსებობს.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, ხოლო ოთხში ერთი ადამიანის თქმით, ოჯახს შემოსავალი მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის და სხვა არაფერზე. ამ კუთხით კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, სადაც მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ საჭმლის ფული არ აქვთ ანუ ოთხი ადამიანიდან ერთი ადამიანი შიმშილობს.

საქართველოში სიღარიბეც და ეკონომიური გაჭირვებაც კი დიფერენცირებულია, რადგან თუ ქვეყანაში გაჭირვებულია ათიდან ყოველი ერთი მოქალაქე, სწორედ ამ ცხრა და ერთ მოქალაქეში უნდა შედიოდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და მათზე სოციალურ-ეკომონიური სიდუხჭირე გაცილებით დიდ წნეხად არ უნდა აისახებოდეს, თუმცა 2022-2023 წწ. ეთნიკური უმცირესობების ოჯახების სიღარიბე და უმუშევრობა ფაქტიურად ორჯერ მეტ 32-35%-ს აღწევს.

საყურადღებოა ეთნიკურად კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მაცხოვრებელთა კვლევა პარტიული კუთხით, რადგან დიდი უმეტესობა ან უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე და/ან უარყოფს ყველა პარტიას. აღნიშნული შედეგი კიდევ ერთხელ მეტყველებს სახელმწიფო ენის პრობლემაზე, ეთნიკური უმცირესობების გარიყულობაზე და რეგიონებში კვლავ ეფექტურად მოქმედ კრიმინალურ-კლანურ მმართველობებზე, რომლებიც პირდაპირ დევნიან, აშინებენ, ემუქრებიან და სოციალურ შემწეობას უხსნიან ან სამსახურიდან ათავისუფლებენ ყველას, ვინც კი გაბედავს და კომენტარს მაინც გააკეთებს მმართველი გუნდის წარმომადგენელთან შეუთანხმებლად.

დღეს საქართველოში, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოქალაქეებს ფაქტიურად ჩამორთმეული აქვთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება.

შემაშფოთებელი და მიზეზ-შედეგობრივია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონში ქვეყნის პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერის ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი და ამ შემთხვევაშიც უმთავრეს ფაქტორად გვევლინება სახელმწიფო ენის არცოდნა და მოქალაქეების გარიყულობა. ათწლეულების განმავლობაში რუსული ენა წარმოადგენდა კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან და ეს ვითარება დღემდე ფაქტობრივად არ შეცვლილა, ისინი სისტემატიურად იღებენ ინფორმაციებს რუსულენოვანი პროპაგანდული ტელევიზიებიდან და გარიყულნი რჩებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისგან, რამაც შესაძლოა არასახარბიელო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

სწორედ ამიტომ, როცა ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის პოტენციალის გამოყენება და ერთიანი ეროვნული ქსოვილის განმტკიცება, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება 5.5 მილიონიდან 3.5 მილიონამდე შემცირებულ მოსახლეობაშიც კი ვერ აგვარებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას და სახეზე გვყავს 300 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც სრულფასოვნად ვერ ფლობენ ქართულ ენას, რაც კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავისთვის და ქვეყნისთვის იმის ნახევარსაც ვერ აკეთებენ, რისი პოტენციალიც გააჩნიათ და არიან საქართველოს შვილები, ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები, მაგრამ საქართველოსგან იძულებით გარიყულნი“, – განაცხადა შორენა ლობჟანიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...