spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქვეყაში, სადაც არის კორუფცია და ნეპოტიზმი, იმ ქვეყანას...

“ქვეყაში, სადაც არის კორუფცია და ნეპოტიზმი, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია ერთ-ერთი შეხვედრის დროს საუბრობს ახალგაზრდებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნავს, რომ თუ მომავალი თაობა საქართველოში განვითარების პერსპექტივას ვერ დაინახავს, ისინი საკუთარ ქვეყანას დატოვებენ:

,,ქვეყაში, სადაც არის კორუფცია და ნეპოტიზმი, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ქვეყანას, სადაც ახალგაზრდები ვერ ხედავენ, რომ არის თანაბარი პირობები და არ არსებობენ პრივილეგირებული კასტები, ეს ახალგაზრდები – საუკეთესოები, ქვეყნას დატოვებენ, საზღვარგარეთ წავლენ და აქ უვარგისები დარჩებიან. ეს უვარგისები გახდებიან მერე პოლიტიკოსები, ეს უვარგისები იქნებიან ყველგან – ხელოვნებაში, განათლებაში, ბიზნესში, ყველგან ესენი იქნებიან…

ქვეყნის საერთო შედეგი იქნება კატასტროფული.

საქართველოსნაირ ქვეყანაში ნებისმიერი ფორმის კორუფცია უბრალოდ ამორალური, არაკანონიერი ან დანაშაული კი არ არის, ქვეყნის ღალატია. თუ საქართველოსნაირ ქვეყანაში ადამიანებმა არ იციან, რომ მათ თანაბარი უფლებები აქვთ, ისინი თანაბარ პირობებში იბადებიან, ცხოვრობენ, თანაბარ პირობებში აქვთ კონკურენცია ერთმანეთთან, მაშინ ის ადამიანები ამ ქვეყნას დატოვებენ.

ეს არ არის XIX-XX საუკუნე, მობილურობა არის ძალიან მაღალი. ჩავა აგერ, ქუთაისში, 100 ლარად იყიდის ბილეთს, სადღაც გაურკვევლობაში წავა. იმიტომ, რომ ის გაურკვევლობა ურჩევნია იმ გარემოს, როდესაც აქ იცის, რომ ვიღაც თანამდებობის პირის შვილი, ნათესავი, მეზობელი, პეტრე, პავლე, ნებისმიერ შეჯიბრში უბრალოდ აჯობებს. იმიტომ კი არა, რომ უფრო ჭკვიანია ან უკეთესია, ან უფრო ორგანიზებულია, შრომისმოყვარეა. უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცის ნათესავია, რა. ეს უსამართლობის განცდა ანგრევს ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

“უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს,...

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...