შაბათი, მარტი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიდეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ვიხელმძღვანელე პრინციპით, რომ ჩემი...

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ვიხელმძღვანელე პრინციპით, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შემეწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებისთვის – სალომე ზურაბიშვილი

საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც მიეძღვნა საშობაო შეწყალებების თემას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ გაითვალისწინა წმინდა სინოდის თხოვნა და არ შეიწყალა დეკანოზი გიორგი მამალაძე:

“რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის გახმაურებულ საქმეს. აქაც მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას.

სამწუხაროდ, საქმის პოლიტიზირებამმითუმეტეს მაშინ, როცა დანაშაულის მახასიათებლები თავისთავად იწვევს მძაფრ რეაქციებს. პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ყოველგვარი ემოციისგან დაცლას მოითხოვს.

თუმცა, მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას.

ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება.

ვერ მოვნახე არგუმენტი, მითუმეტეს შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე.

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება, ასევე, საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს. დღეს ჩვენი დაყოფა-დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელწიფოს მომავალს.

შემდეგი არგუმენტი ქართული სახელმწიფოს ისტორიულ სპეციფიკას ეფუძნება. ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან. ეკლესიისგან, რომელიც მუდამ იყო მისი დამოუკიდებლობის გზის გამჭრელი. ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრიდა და უდრის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესუსტებას, ამდენად მასზე ნებისმიერი სახის შეტევა დაუშვებელია.

და ბოლოს, ჩემი როგორც პირადი, ისე როგორც პრეზიდენტის დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, პიროვნებისა, რომელმაც სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის, ეკლესიის აღორძინების და სულიერების აღდგენის უდიდეს საქმეში. ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როცა საქართველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა. სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, მე არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა.

ალბათ იკითხავთ, – რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა. ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება, ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ დისკრეციულ უფლებას,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მარტო მე მეჩვენება რომ ამ ქალს დრო გაჰყავს?” – ელისო კილაძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების საკოორდინაციო შტაბის...

“ნუ ქმნით დრამას თქვენი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისთვის და ნუ აძლიერებთ რეჟიმს, ამ სასაცილო, სამარცხვინო, მორღვეულ...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ცალკეული პირების მიერ...

“ჩერგოლეიშვილ-ზურაბიშვილის პოლიტ ტანდემს ვინც ვერ ხვდება რა არის, ან პოლიტიკურად ბეცია ან უბრალოდ დუპლეტი”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების...

“თუ ყურადღებით დავაკვირდებით ქოცპროპაგანდას, დავინახავთ მათ მთავარ გზავნილს – ღირსებით პუტინისკენ!” – პაატა მანჯგალაძე: 

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დავსვათ კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან! ის რეჟიმები,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებას...

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდებიან ქვეყანასთან ერთად” –...

“ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს,ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი...