spot_img
მთავარიარჩევნებისალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მიმართვები საზოგადოებისადმი საპრეზიდენტო...

სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მიმართვები საზოგადოებისადმი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ

საქართველოში 28 ოქტომბერს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა. არჩევნების პირველ ტურში (შედეგებიდან გამომდინარე) სალომე ზურაბიშვილმა დააგროვა 38.64%, გრიგოლ ვაშაძემ – 37.74%, ხოლო დავით ბაქრაძემ – 10.97%. შესაბამისად დაინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კი ასე მიმართეს საზოგადოებას მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა:

 

სალომე ზურაბიშვილი:

“პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც მხარი დამიჭირა, ხმა მომცა, ყველას, ვინც ორთვენახევარი, სამი თვე ასე აქტიურად მონაწილეობდა კამპანიაში. „ოცნებას“, „ოცნების“ აქტივისტებს, უბრალო ადამიანებს. ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს, გამარჯვებაა. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად, იმ ბინძური კამპანიის, ცილისწამების, იმ ბინძური ხერხების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას, ამ ყველაფრის მიუხედავად პირველი ადგილი პირველ ტურში არის გამარჯვება. „რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა. და რა?! ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?! არა! და რა, მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში?! მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხისა და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის. მზად ვარ ბრძოლისთვის იმიტომ, რომ მჯერა თქვენი, ვინც დღეს გვისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის, მჯერა იმის, რომ იცით, რა გინდათ საქართველოსთვის. მჯერა იმის, რომ თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს შორის, თუ ორ პარტიას შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის. როგორი გვინდა ეს საქართველო. ეს არის მეორე ტური და ჩვენ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა თქვენი. მივდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე. ჩვენს მხარეს არის ევროპა, ჩვენს მხარეს არის საქართველოს თანამედროვე მომავალი.

 

გრიგოლ ვაშაძე:

“დამარცხებული ოპონენტების ძალადობისა და სიძულვილის ენას ჩვენ ვპასუხობთ სიმშვიდითა და თითოეული მოქალაქეების პატივისცემით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას დაუჭირეს მხარი.

ჩვენი საბოლოო გამარჯვების შემდეგ არ გვექნება შურისძიებისა და დაპირისპირების დრო, ჩვენ გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ დავიწყოთ სახელმწიფოს შენება, რომ ქვეყანაში არ იყოს 150 ათასი ბავშვი მშიერი, მილიონამდე ადამიანი არ ცხოვრობდეს სიღარიბეში და ქვეყანა არ მოწამლოს ნარკოპლანტაციებმა, სახელმწიფო ინსტიტუტებს მართავდეს დემოკრატიული, კოალიციური მთავრობა და არა შეიარაღებული ბანდები.

ქართულ ოცნებაში არიან პატრიოტი ადამიანები, რომელთაც აწუხებთ ქვეყნის ბედი. მინდა მივმართო ყველა საჯარო მოხელეს, ჩვენ არ დავუშვებთ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას.

ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სახელმწიფოს და მოქალაქეების წარმატებისა და კეთილდღეობისათვის.”

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...