ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"უვიცობაში ნამდვილად ვერ შეგეჯიბრები ვერცერთ შემთხვევაში" - გიორგი...

“უვიცობაში ნამდვილად ვერ შეგეჯიბრები ვერცერთ შემთხვევაში” – გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს მიმართავს

თბილისის მერს, კახა კალაძეს, მის მიმართ გამოთქმული მძიმე პოზიცია-ბრალდებების საპასუხოდ, მწვავე შეფასება-განმარტებებით და კონკრეტული შეთავაზებებით მიმართავს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე:

მინდა, მივმართო კახი კალაძეს!

მე ნამდვილად ვერ აგყვები უზრდელობაში იმიტომ, რომ არ მგონია ეს არის ის სტანდარტი, რითაც პოლიტიკაში უნდა მოქმედებდე და გთავაზობ კახი, რომ გავარკვიოთ, თუ რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე, როცა შენ გინდა, დღეს თუ ხვალ, 6 საათზე, გავიდეთ ქალაქში, დავდგეთ იმ ადგილზე, სადაც შენ შექმენი, მართლაც, სატრანსპორტო კოლაფსი, თუ გინდა ჩავსხდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ გინდა გავესაუბროთ ხალხს და გავარკვიოთ – რას ფიქრობენ თბილისში მაცხოვრებელი ადამიანები შენზე და ჩემზე. მემგონი კარგი იქნება, შენი ყურით მოისმინო რა წარმოდგენის არის შენზე ხალხი. უზრდელობა კი უვიცების მახასიათებელია და უვიცობაში ნამდვილად ვერ შეგეჯიბრები ვერცერთ შემთხვევაში.

ახლა, რაც შეეხება თბილისში არსებულ სატრანსპორტო კოლაფს, რომელსაც უნდა დავარქვათ “კალაძის საცობები”, რომელიც არის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე მანქანებით გადაადგილების დროს.

კითხვა არ გიყვარს კახი, ამიტომ წამოგიღე ფოტო, რომელიც “სისტრამ” გააკეთა, მოგცა რეკომენდაცია და გეკითხები – აქ ძალიან კონკრეტულად არის ნათქვამი, რომ ორი სამანქანო ზოლი უნდა იყოს და ე.წ. ბასლაინი. რომელი ქუჩა – ქეთევან წამებული, ჭავჭავაძე ან წერეთელზე რაც გაქვს დაგეგმილი,  შეესაბამება ამ რეკომენდაციას, რომელიც ხელში მიჭირავს? ფოტოს გაჩვენებ, რადგან კითხვა არ გიყვარს, ან არ იცი! და რადგან კითხვა არ იცი, წაგიკითხავ “სისტრას” მიერ გაკეთებულ რეკომენდაციას, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტაციაშია მოცემული: “მინიმალური შეზღუდვა სამანქანო მოძრაობისთვის – ყოველთვის უნდა იყოს შესაძლებელი სულ მცირე ორი სამანქანო ზოლი თითოეული მიმართულებით“. მე კითხვას ვსვამ, სად არის ეს ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე თუ წერეთელზე მომავალში, ან სხვა მიმართულებებზე, სადაც “ბასლაინებს” აკეთებთ. “ბასლაინების” წინააღმდეგი კი არ ვართ, პირიქით, მომხრე ვართ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს გამართული და ამას სჭირდება სისტემური მიდგომა.

კახი, 2017 წელს, შენთან ერთად დებატებში ვიდექით, სადაც მე ვამბობდი, რომ ქალაქს სჭირდება სისტემური, სწორი მენეჯმენტი და მართვა, იმისთვის, რომ კოლაფსი არ იყოს. დღეს ჩვენ გვაქვს სატრანსპორტო კოლაფსი, კოლაფსი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამშენებლო კოლაფსი, რაც გამოწვეულია შენი კორუფციული ქმედებებიდან გამომდინარე.

თუ ქუჩაში ხალხთან არ გამომყვები, ნებისმიერ დროს, მზად ვარ, შენთვის სასურველ ტელეარხზე, მაგალითად იმედზე, რუსთავი 2-ზე, სადაც შენ თავს კომფორტულად გრძნობ, დავსხდეთ და ხალხის თვალწინ გავარჩიოთ ყველა რეკომენდაცია, რაც აქვს ქალაქ მიღებული, თუ როგორ უნდა იმართებოდეს სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

“ასეთი უტიფარი სიტყვა, თვით ქოცური პროკურატურისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...