spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისოფო ჯაფარიძე: "ევროპარლამენტი გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და...

სოფო ჯაფარიძე: “ევროპარლამენტი გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას”

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი ოფისის ხელმძღვანელმა, სოფო ჯაფარიძემ სოფელ კირბალში, რუსი სამხედროების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის ძმასთან, გივი გინტურთან ერთად ოფისში ბრიფინგი გამართა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციასთან დაკავშირებით:

,,ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით ვაკეთებთ იმას, რასაც რეალურად ,,ქართული ოცნება” უნდა აკეთებდეს.

ევროპარლამენტი გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას.

თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა, კიდევ ერთ პროვოკაციად, რომელიც მიზანმიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ.

დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთი გამარჯვება თამაზ გინტურის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სრული სიმკაცრით იყვნენ დასჯილები თამაზ გინტურის მკვლელები.

სამწუხაროდ, დღეს, რასაც უნდა აკეთებდეს ჩვენი ხელისუფლება, აკეთებს ქართველი ხალხი და ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მის გუნდთან ერთად. მე-3 პრეზიდენტის დაპირება შესრულებულია. ამ ყველაფერზე ახლა ბატონი თამაზ გინტურის ძმა, ბატონი გივი ისაუბრებს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 

აღნიშნულ ბრიფინგზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სიტყვით მიმართა გარდაცვლილი თამაზ გინტურის ძმამ, გივი გინტურმა:

,,მოგესალმებით! მივესალმები მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, რომელმაც ციხიდან გამოგზავნა სამძიმრის წერილი ჩემი ძმის ოჯახში.

დიდი მადლობა ბატონო მიშა! დღევანდელ დღეს გილოცავთ, გიორგობა დღეა და თქვენთვის გამოშვებისა და გამოჯანმრთელების დღე ყოფილიყოს!

მადლობა მინდა კიდევ გადავუხადო, ანა ფოტიგას, მთელი ევროპის და ევროპარლამენტის შეწუხების გულისთვის!“, – განაცხადა გივი გინტურმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...