spot_img
მთავარიოკუპაცია"მკვლელი ოკუპანტების გვარებს ჩვენ დავადგენთ და ისინი უკიდურესი...

“მკვლელი ოკუპანტების გვარებს ჩვენ დავადგენთ და ისინი უკიდურესი ფორმით აგებენ პასუხს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემოციურ შეფასებებს აკეთებს რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურთან დაკავშირებით:

კიდევ ერთხელ თამაზ გინტურზე – რუსების მიერ გამოგდებული ვიდეოდანაც კარგად ჩანს, რომ თამაზი იყო ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, რომელმაც გმირობა ჩაიდინა.

რუსებმა ზუსტად იცოდნენ თუ ვის ესროდნენ, როგორც წინა გამოცდილება აჩვენებს, მათ დღევანდელი ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული ჩვენი მებრძოლების და აქტივისტების სიები და ეს საქმე კარგად იქნება გამოსაძიებელი, თუ ვინ გადასცა კონკრეტულად თამაზის გვარი და კიდევ, პატრიარქის განცხადებამ გარკვეულწილად გამოასწორა მდგომარეობა, თუმცა მღვდელმსახური, რომელმაც ქართულ მიწაზე ოკუპანტების პრიმატი გამოაცხადა, ეკლესიაში დარჩა, ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნება.

მკვლელი ოკუპანტების გვარებს ჩვენ დავადგენთ და ისინი უკიდურესი ფორმით აგებენ პასუხს, როდესღაც საქართველოს ჰქონდა ამის თავი და შესაძლებლობა და ასეთ თავდასხმებს იმიტომაც ვერ გვიბედავდნენ. დაუსჯელობის სინდრომი რაც ახალისებს, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, გინტურის და სხვა ტრაგედიებს და მღვდლის განცხადებები კი ყველაფერ ამის “გაპრავებას” ემსახურება.

სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენი ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელს საქართველოში ანტიევროპული და პრორუსული პროპაგანდისთვის იყენებს.

საქართველოს ეკლესია ტრადიციული, პატრიოტული ფასეულობების მატარებელია და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში აღკვეთავს ამ რუსულ მანიპულაციებს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...