spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კეკლუცობს ევროპასთან ვითომ დამოუკიდებელი "კერკეტი კაკალი", ვითომ ურჩობს,...

“კეკლუცობს ევროპასთან ვითომ დამოუკიდებელი “კერკეტი კაკალი”, ვითომ ურჩობს, არადა მესამე პრეზიდენტის სახელი ვერ ამოუთქვამს “ნებართვის” გარეშე” – თაკო ჩარკვიანი სალომე ზურაბიშვილზე

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი მწვავე შეფასება-განმარტებებით მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს:

ორბელიანის მოედანზე ზურაბიშვილის სიტყვას მოვუსმინე, “ეს დღე არის ილიასი, დღეს ილიას დაბადების დღეა, ასევე არის აკაკის, ნიკოსი… კოსტავასი, გამსახურდიასი, ზურაბ ჟვანიასი და ყველა მეთაურის” ( ციტატის დასასრული)😊… ზურაბ ჟვანიასიო თქვა ქ-ნ სალომემ და მიხეილ სააკაშვილის (რეფორმების ავტორის არა???).

ზურაბიშვილისგან განსხვავებით ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა წერს, რომ “ვარდების რევოლუციის შემდეგ ,ფუნდამენტური რეფორმების გამტარებელი სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო , საფუძველი რომ არ ყოფილიყო დღეს ეს მდგომარეობა არ იქნებოდაო”…

ჰო, ასეა ზურაბიშვილს რომ ჰკითხო “ზურაბ ჟვანიას დღე ყოფილა თურმე” და სააკაშვილის, აი იმ სააკაშვილის თქვენ რომ ჩამოგიყვანათ და საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაგაბარათ ქ-ნო სალომე, აი იმ სააკაშვილის, სახელის ხსენების რომ გეშინიათ და ერიდებით, სააკაშვილის დღე არ ყოფილა????

ჰოდა, არ ხართ დამოუკიდებელი მოთამაშე-თქო მითქვამს მე. რა კარგია რომ ანა ფოტიგა და სხვა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ევროპარლამენტარები სააკაშვილს, თქვენგან განსხვავებით, დიდ რეფორმატორად მოიხსენიებენ.

და მაინც ვიტყვი, რომ ვიდექი ორბელიანის სასახლესთან დღევანდელი დღით ბედნიერი, მომხდარით ბედნიერი და ვუსმენდი მხდალ მთავარსარდალს – სინამდვილეში პაიკს, აი იმ “მთავარსარდალ” პრეზიდენტ ქალბატონს ვუსმენდი, რომ ამტკიცებდა “საქართველომ ომი დაიწყო და მძინარე ცხინვალი დაბომბაო” , მერე მისი, ეს ამონარიდი კრებულიდან, რუსეთმა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ ჰააგაში), რომელიც ყოფილი რეფორმატორის – მესამე პრეზიდენტის, დღეს პუტინის პატიმარ სააკაშვილის სახელის ხსენებას გაურბის, ერიდება და ნიღბავს, თან ვითომ-ვითომ თამამობს, კეკლუცობს ევროპასთან, ვითომ დამოუკიდებელი “კერკეტი კაკალი”, ვითომ ურჩობს, არადა მესამე პრეზიდენტის სახელი ვერ ამოუთქვამს “ნებართვის”გარეშე… 😂

დღეს ბედნიერი ვარ და ამიტომ მეტს არაფერს ვიტყვი…
ვულოცავ ქართველ ხალხს,
ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს,
გილოცავ საქართველოვ, დიდ ოკეანეში შევცურავთ უთუოდ, რადგან “დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად”🙏✌️❤️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...