spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რომ არა ხელისუფლების ის ქმედებები, ანტიდასავლური რიტორიკა, შეუსრულებელი...

“რომ არა ხელისუფლების ის ქმედებები, ანტიდასავლური რიტორიკა, შეუსრულებელი რეკომენდაციები, დღეს ჩვენ უნდა გვესაუბრა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჟურნალისტებთან შეფასებას აკეთებს ევროკომისიის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით:

,,ბოლოს მიღებული ინფორმაციებით, მოლოდინი არის პოზიტიური. მე ვფიქრობ, ეს დღე რომ მოვიდა და ჩვენ გვაქვს პერსპექტივა იმის, რომ დეკემბერში სტატუსი მივიღოთ, შესაძლებელია, რომ დღეს იყოს პოზიტიური რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით, ეს არის ნამდვილად საქართველოში აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების დამსახურება.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. უბრალოდ, ეს არის დასაწყისი და შესაძლებლობა, რომ ჩვენ დეკემბერში სტატუსი მივიღოთ. სტატუსის მიღების შემდგომ იწყება მთავარი – ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა.

კიდევ ერთი – რომ არა ხელისუფლების ის ქმედებები, ანტიდასავლური რიტორიკა, შეუსრულებელი რეკომენდაციები, დღეს, ჩვენ არა თუ სტატუსის მიღების შესაძლებლობაზე ვისაუბრებდით, არამედ დღეს ჩვენ უკვე უნდა გვესაუბრა რეალურად ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინა საუბრობს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...