spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიციას არ აქვს რეალური დღის წესრიგი - ისინი...

“ოპოზიციას არ აქვს რეალური დღის წესრიგი – ისინი ცდილობენ, რომ ემოციებზე იმუშაონ” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს გავრცელებულ ვარაუდზე, ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიღებისას წინაპირობად შესაძლო მოთხოვნაზე საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და მომავალ წელს სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით:

,,რაც შეეხება სანქციებს – ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. თუკი მოითხოვდა, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოეცა.

ამ გარანტიების გარეშე არც ევროკავშირი, მათ შორის, არც NATO და არავინ არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება, ეს ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში.

თავისთავად, 2024 წლის არჩევნები იქნება დაკვირვების ობიექტი. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ იყოს დიდი ჩართულობა, ვინაიდან უკვე, აქედანვე ვხედავთ რისკებს, რომ ეს იქნება არჩევნები, რომლის წინაც იქნება ძალიან დიდი ნიაღვარი დეზინფორმაციის. იმიტომ, ვხედავთ ოპოზიციას არ აქვს რეალური დღის წესრიგი – ისინი ცდილობენ, რომ ემოციებზე იმუშაონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...