spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის "დავრდომილ"...

“ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის “დავრდომილ” ადამიანად წარმომადგინოს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება” – მიხეილ სააკაშვილი

კლინიკა “ვივამედიდან” მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი გამოვიდა, რაც მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა და სადაც მე-3 პრეზიდენტის კონკრეტული შეფასება-განმარტებებია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზეც:

ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის “დავრდომილ” ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება.

ფიზიკურად, რა თქმა უნდა, მაქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ვყოფილვარ უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა და სრულიად ნათლად ვხედავ ჩემი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლის მიმართულებას და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მის პერსპექტივებს. ასევე მაძლიერებს ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ ქართველი ხალხისგან, რომლისთვისაც არასდროს მიღალატია და არც ვუღალატებ – არ მივატოვე და არც მივატოვებ ამ განსაცდელის ჟამს!

ერთიანობა და განახლება რჩება ჩვენი ბრძოლის მთავარ პრიორიტეტად.

პარტიაც უნდა მოემზადოს გადამწყვეტი ბრძოლებისთვის. მიხარია, რომ ბევრი ახალი ადამიანი გვიერთდება, ასევე მოქმედი ახალგაზრდა აქტივისტები ამ ბრძოლებში ძალიან გამოიბრძმედნენ და დაიხვეწნენ და მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთ პარტიაში ყოფნა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია” – ნიკა გვარამია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად,...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას” – კახა კალაძე

„სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ....

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...