spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აღფრთოვანებული ვართ უკრაინის მიერ გატარებული რეფორმებით, რაც შეძელით...

“აღფრთოვანებული ვართ უკრაინის მიერ გატარებული რეფორმებით, რაც შეძელით ომის პირობებში” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენკის შეხვდა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილეს:

,,ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაა. უნდა ვთქვა, რომ თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი პროგრესი და შთამბეჭდავია ამის ხილვა. ჩვენ დავამოწმებთ ამ საკითხს შემდეგ კვირას, როდესაც კომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს წარადგენს.

მინდა ვთქვა, რამდენად აღფრთოვანებული ვართ უკრაინის მიერ გატარებული რეფორმებით, რაც შეძელით ომის პირობებში. არასოდეს დაგვავიწყდება, რომ თქვენ გაქვთ ეგზისტენციალური ომი და ამავდროულად, ფუნდამენტურ რეფორმებს ატარებთ.
მიღწეულია შედეგები – მართმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში, ოლიგარქიის გავლენის შემცირებაში, ფულის გათეთრებასა და მრავალი სხვა.

ვიცი, რომ თქვენ ხართ პროცესში, დაასრულოთ დანარჩენი რეფორმებიც და თუ ეს მოხდება, უკრაინას შეუძლია მიაღწიოს თავის ამბიციურ მიზანს – გადავიდეს გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...