დეკანოზი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია (ჯაღმაიძე) ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს სინოდის სხდომასთან დაკავშირებით:
,,მთავარი თემა აქ არის ის, რომ პატრიარქი იწვევს სინოდს და არა მეუფე შიო. თუ იწვევს, ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა მოვიდეს, ვისაც შეუძლია, სადაც არ უნდა იყოს. სინოდის სხდომაზე არდასწრება უნდა იყოს საპატიო მიზეზით განპირობებული.
ანუ არაფერი განსაკუთრებული მაგაში არ არის თუკი პატრიარქის მოწვევა მიიღეს და ჩათვალეს, რომ უნდა ჩამოვიდნენ.
ომი ისეთი თემაა, რომ გლობალურია, ძალიან მასშტაბური და ყველას ეხება. ჩვენთან ახლოს მიმდინარეობს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამას სინოდი გამოეხმაუროს.
საათები არ ჩამინიშნავს, რამდენი ხნით ადრე თქვა პატრიარქმა სინოდის მოწვევის შესახებ, თუმცა ხდება ხოლმე ასე, როცა 2 დღით ადრე იწვევს სინოდს. საკითხებს შევიტყობთ უშუალოდ სინოდის მიმდინარეობის დროს“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


