spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის ძალიან საშიში ძალა, რომელიც მზად არის,...

“ეს არის ძალიან საშიში ძალა, რომელიც მზად არის, სხვა ქვეყნის ინტერესების გამო გაწირონ საკუთარი ქვეყანა, ხალხი” – კახა კალაძე “ნაციონალური მოძრაობაზე”

კახა კალაძემ, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს თბილისის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც კანდიდატის სტატუსი იქნება არა „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხის დამსახურება, უპასუხა, რომ ქართველ ხალხის უმრავლესობის ნებას 2012 წლიდან სწორედ „ქართული ოცნება“ წარმოადგენს:

ნაციონალური მოძრაობა ჩარჩენილია იმ წარსულსა და იმ სიბინძურეში, რა მეთოდებითაც და რა დამოკიდებულებით მართავდნენ ქვეყანას. ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს და ვერ გააკეთეს სწორი ანალიზი, თუ რატომ გაუშვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. შესაბამისად, იმ განცხადებებზე, რომ ხალხი იმსახურებს, ხელისუფლება არ იმსახურებს, ამაზე გეტყვით, რომ დღეს ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით უკვე 2012 წლიდან მოყოლებული იმარჯვებს და გარწმუნებთ, რომ იმ დამოკიდებულებით, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, კოლექტიურ ნაცებს, ხალხის მიმართ, იმავეს აგრძელებენ დღესაც. ეს არის ძალიან საშიში ძალა, რომელიც მზად არის, სხვა ქვეყნის ინტერესების გამო გაწირონ საკუთარი ქვეყანა, ხალხი. შესაბამისად, ისინი იქნებიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინმე კიდევ ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა მშვიდობაა???” – მარიკა არევაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს  “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, უფლებადამცველი მარიკა...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...