spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრეზიდენტი დარჩება ე.წ. "კოჭლ იხვად", რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ...

“პრეზიდენტი დარჩება ე.წ. “კოჭლ იხვად”, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” არის ადევნებული” – ირაკლი კობახიძე

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებით, რასაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ სალომე ზურაბიშვილმა მრავალგზის, განზრახ და უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რითაც ის უხეშად დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს და კონსტიტუციით დადგენილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამოსახსნელი ჰქონდა უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი:

– საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია;

– სალომე ზურაბიშვილი სრულად იყო ინფორმირებული ამ კონსტიტუციური დანაწესის შესახებ და ის საქართველოს მთავრობისგან სისტემატურად ითხოვდა თანხმობას როგორც სამუშაო, ისე ცერემონიული ვიზიტების განხორციელებაზე;

– თანხმობის არარსებობის პირობებში, სალომე ზურაბიშვილმა მაინც განახორციელა სამუშაო ვიზიტები გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში, რითაც მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მეტიც, განზრახ და უხეშად ხელყო საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი.

ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე, დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხოლოდ პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და ახორციელებენ.

სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან. თუმცა, ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.

როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს – სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება.

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, ის დღეიდან უკვე მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლიგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. „კოჭლ იხვად“, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“ბრწყინვალედ ჩატარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" XIII...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!” – იაგო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...