spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად განხორციელებული სუბსიდირების მეშვეობით, მევენახეები იღებენ...

“მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად განხორციელებული სუბსიდირების მეშვეობით, მევენახეები იღებენ კარგ შემოსავალს” – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, სოფელ საკეციაში, დავით ციმაკურიძის ოჯახურ რთველში მიიღო მონაწილეობა.

რაჭაში, სოფელ საკეციაში, მევენახე დავით ციმაკურიძეს მუჯურეთულის, ალექსანდროულის, ცოლიკაურის და ციცქას ჯიშის ყურძენი 15 ჰა ფართობზე აქვს გაშენებული.

მევენახის რთველში, მინისტრთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე იმყოფებოდნენ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად განხორციელებული სუბსიდირების მეშვეობით, მევენახეები იღებენ კარგ შემოსავალს.

ვფიქრობთ, რომ წელს, რაჭაში, დაახლოებით 1500 ტონაზე მეტი იქნება მოსავალი.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ დარგის განვითარებას და ვენახების გაშენების პროცესს. გვაქვს ახალი პროგრამა მაღალმთიანი რეგიონებისთვის, რომლის ფარგლებშიც ვაფინანსებთ სამეწარმეო საქმიანობას, მათ შორის არის მარნების მოწყობის დაფინანსება, ახალი საწარმოების შექმნა, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მევენახემ შეძლოს ღვინის დაწურვა, დაყენება და უფრო მაღალი შემოსავლით მისი რეალიზება; საკმაოდ ბევრი განაცხადია შემოსული ახალი პროგრამით სარგებლობაზე.

ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სექტორის განვითარებას”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა, დავით ციმაკურიძის ღვინის მარანიც „საკეციის მარანი” დაათვალიერა, რომელიც მევენახე ფერმერმა სოფლის განვითარების სააგენტოს „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების“ პროექტით თანადაფინანსებით გახსნა. შპს ,„საკეციის მარანს” წლიურად 15 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. მარანში წელს პირველად დააყენებენ ღვინოს.

საწარმოში, მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი იმყოფებოდა.

მინისტრმა ოთარ შამუგიამ ასევე აღნიშნა, რომ „მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე”.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...