spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი: "ჩემთვის არაფერს ნიშნავს ფული, ფუფუნება და...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემთვის არაფერს ნიშნავს ფული, ფუფუნება და საკუთარი სიცოცხლე”

მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე მისი მორიგი მიმართვა ვრცელდება საზოგადოებისადმი:

ახლა მსოფლიოში და ჩვენს გარშემო დიდი შტორმი მძვინვარებს. საქართველო წააგავს შედარებით მომცრო ხომალდს, რომელიც გამართული გადაიბარა თვითმარქვია კაპიტანმა 2012-ში იმ დაპირებით, რომ შემდეგ ნავსადგურში უფრო სწრაფად და მეტი კომფორტით მიიყვანდა. სინამდვილეში კი გაიტაცა და ნავიგაცია მთლიანად მოშალა.
თვითონ ჩაკეტილია შუშის კაიუტაში და თავისი პირადი ერთგულების და მონური ინსტინქტის ნიშნით შეკრებილ ეკიპაჟს დაავალა, რომ არ დაუშვას გემბანზე ოპოზიციური ეკიპაჟის მოხვედრა.
ეს ოპოზიცია გამოკეტილი ჰყავთ ტრიუმში, სადაც პერიოდულად აჩხუბებენ ერთმანეთთან. ამასობაში, გემის საჭე უპატრონოდაა მიტოვებული და გემს საშიში დინება პირდაპირ შტორმის შუაგულში მიაქანებს. მიტოვებული მგზავრები ზოგი ცურვით, ზოგი ნავებით თავს შველიან და სხვა გემებზე და ნაპირებზე გადადიან.
ერთადერთი გამოსავალია თავად მგზავრებმა აიღონ გემის მართვა ხელში, აირჩიონ კაპიტანი და სანამ კიდევ დროა, ავიცილოთ ძალიან საშიშ ტალღებთან შეტაკება.

ძალიან მიხარია, რომ ოფისის გახსნაზე მოხვედით, ესე იგი არ ხართ გულგრილი, ესე იგი გჯერათ, რომ ჩავალთ დანიშნულების ადგას და მზად ხართ იბრძოლოთ ამისთვის.
დიდი მადლობა სოფო ჯაფარიძეს, რომელთანაც ყველაზე დიდი საერთო ის გვაქვს, რომ ორივეს უზომოდ გვიყვარს ჩვენი ხალხი და გვინდა, რომ არ მივატოვოთ ის და დავეხმაროთ ამ გაჭირვების გადალახვაში.

დიდი მადლობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლაში გამობრძმედილ გუნდს.

მე გავრისკე ჩემი სიცოცხლე, განვიცდი ყოველდღიურ ტანჯვას და დამცირებას იმიტომ, რომ მჯერა, ამ განსაცდელსაც გადავლახავთ.

მჯერა ქართველები ძალიან ნიჭიერი ერი და სწორი ორგანიზების პირობებში სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. მჯერა, რომ ღმერთი არ გაგვწირავს და საქართველო გახდება ის რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდით და რისკენაც მივდიოდით – სინგაპურზე და დუბაიზე უფრო მაგარი.
მე ყოველთვის მამოძრავებდა ამ დიდი მისიის განცდა და იდეალიზმი. ჩემთვის არაფერს ნიშნავს ფული, ფუფუნება და საკუთარი სიცოცხლე.

მზად ვარ ყველაფერი შევწირო უკრაინის გამარჯვებას, ამ გამარჯვებასთან პირდაპირ დაკავშირებულ საქართველოს გამთლიანებასა და ჩვენს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ახალი ეპოქის დადგომას.

ახლა დროა ყველასთან საუბრის, ყველაფრის განმარტების, მინდა გთხოვოთ თქვენს გარშემო ადამიანებს გადაალახვინოთ უიმედობა და ჩაუსახოთ პერსპექტივა.

ვიმუშაოთ ერთიანობისთვის, თითოეული თქვენგანი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ აუცილებლად მივადგებით უსაფრთხო ნაპირს და ყველას გავაკვირვებთ ჩვენი ხომალდის სიჩქარით და ბრწყინვალებით!

თქვენი მიშა“, – ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არ მახსოვს სააკაშვილის მხრიდან ერთი საყვედური, პირიქით! მადლიერებას და პატივისცემას გამოხატავდა!” – გია ხუროშვილი

წინა ხელისუფლების დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი ცალკეულ...

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“ისე რა კარგი ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა ირაკლი კობახიძის განცხადება აქაურ აგენტურაზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმიანება ანალიტიკოსი...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...