spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრთან და საპატრულო...

კახა კალაძე: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრთან და საპატრულო პოლიციასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პრობლემები დროულად აღმოიფხვრას

მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები ძირითადად, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში შექმნა.

დაფიქსირდა ხეების წაქცევის ფაქტები, რამაც განაპირობა კონკრეტული ქუჩების დროებით გადაკეტვა; დაზიანდა ავტომობილები; ხეების წაქცევამ გამოიწვია საცობებიც, რამაც ავტომობილების გადაადგილება შეზღუდა. ცენტრალური ქუჩები გახსნილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურისა და გამგეობების თანამშრომლები მაქსიმალურად არიან მობილიზებული. ისინი მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ, რათა ყველგან მივიდეთ, სადაც პრობლემები ფიქრირდებოდა და მოსახლეობას დახმარება აღმოვუჩინოთ. საპატრულო პოლიციასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს თანამშრომლობისთვის. მოქალაქეების მხრიდან „112“-შიც შედის ზარები და მერიის ცხელ ხაზზეც ბევრი ზარი შემოვიდა. რა თქმა უნდა, ყველა ზარს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთ კონკრეტულ მისამართზე შენობის კედელი ჩამოიშალა, რამაც იქვე მდგომი ავტომობილები დააზიანა.

გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. ეს არის მარიჯანის ქუჩაზე მდებარე, კომპანია „ცენტრ პოინტის“ ობიექტი, სადაც სამშენებლო სამუშაოები წლების წინ დაიწყო, თუმცა შენობა დაუმთავრებელია და მოსახლეობა არასდროს შესახლებულა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაწყებულია. უნდა მოხდეს შენობის დემონტაჟი, თუმცა ძლიერმა ქარმა კედლის ჩამოშლა გამოიწვია და ავტომობილები დაზიანდა. მინდა, ეს სწორი ინფორმაცია იცოდეს მოსახლეობამ და არ იქნეს ეს გამოყენებული მშენებლობის წინააღმდეგ, რასაც, ძირითადად, ადგილი აქვს ხოლმე ოპოზიციის მხრიდან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

“არ მახსოვს სააკაშვილის მხრიდან ერთი საყვედური, პირიქით! მადლიერებას და პატივისცემას გამოხატავდა!” – გია ხუროშვილი

წინა ხელისუფლების დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი ცალკეულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...