spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემი პრემიერობის დროს არასოდეს არავის მოსვლია აზრად პრეზიდენტის...

“ჩემი პრემიერობის დროს არასოდეს არავის მოსვლია აზრად პრეზიდენტის მანდატის ამგვარად განმარტება” – გიორგი გახარია პრეზიდენტის უფლებებზე

მთავრობის ყოფილი მეთაური, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია მმართველი პარტიის მიერ, პრეზიდენტის უფლებებთან მიმართებაში, დაფიქსირებულ პოზიციას ეხმაურება:

ოცნება” ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში სრულიად უუფლებოა, რითაც თავად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. პრეზიდენტის იმპიჩმენტის ეს პროცედურა არ არის სამართლებრივი დავა. ხელისუფლება პოლიტიკური მოტივით მოქმედებს – უნდა, რომ დაიქვემდებაროს პრეზიდენტის ინსტიტუტი.

ჩემი პრემიერობის დროს არასოდეს არავის მოსვლია აზრად პრეზიდენტის მანდატის ამგვარად განმარტება. მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია, მათ შორის საგარეო ურთიერთობებში, დაფუძნებული იყო კონსტიტუციის ნორმების სათანადო განმარტებაზე, საკონსტიტუციო ორგანოებს შორის ურთიერთპატივისცემაზე და რაც მთავარია, ყველა შემთხვევაში გამომდინარეობდა სახელმწიფოს ინტერესებიდან. პრეზიდენტს არასდროს ჰქონია ხელოვნური, არაკონსტიტუციური ბარიერები მისი საგარეო უფლებამოსილებების განხორციელებაში.

ეს იყო პატივისცემა სახელმწიფოს, პრეზიდენტის ინსტიტუტის და საქართველოს მოქალაქეების, რომლებმაც პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი ქვეყნის სამართავად აირჩიეს“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი გახარია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ დისკრედიტაციულ...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...